ირაკლი კობახიძე - ის, რომ საქართველოში ომი არ დაწყებულა, სწორედ სიფრთხილის შედეგია, თუმცა ჩვენი ოპოზიცია  არის ძალიან სერიოზული დასაფიქრებელი მოვლენა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის, რომ რუსეთმა საქართველოში ომი არ დაიწყო, ხელისუფლების სიფრთხილის შედეგია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინისთვის ნატო უსაფრთხოების გარანტი იმის გამო ვერ გახდა, რომ მისი წევრი არ არის.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლი არც საქართველოზე ვრცელდება, ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალურ სიფრთხილე გამოიჩინა.

„ნატოს წევრი არ არის უკრაინა და შესაბამისად, მეხუთე პუნქტი არ მოქმედებდა, ეს წინასწარ ვიცოდით. სამწუხაროდ, პროგნოზირებადი იყო ის მძიმე შედეგები, რაც ამ თვალსაზრისით მივიღეთ. სამწუხაროდ, მეხუთე პუნქტი არც საქართველოზე ვრცელდება. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენდით იმისთვის, რომ ომი არ დაგვეშვა ქვეყანაში, ეს იყო ჩვენი მთავარი საზრუნავი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ნატოს-ს მეხუთე მუხლი ვერ გვიცავს, სწორედ ამის გამო განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებდა, რაც გამოვიჩინეთ. ის, რომ საქართველოში ომი არ დაწყებულა, სწორედ სიფრთხილის შედეგია. თუმცა, ხედავთ, რომ ჩვენი ოპოზიცია არის ძალიან სერიოზული დასაფიქრებელი მოვლენა, თუ საუბარია იმაზე, ვინ ატარებდა რუსულ ინტერებს 24 თებერვლიდან მოყოლებული, ძალიან ადვილად შეგიძლიათ დაადგინოთ. საქართველოში იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოში სამხედრო ინტერვენცია სურდა, არა მარტო სურდა, ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში ყველაფერს საპირისპიროს ვაკეთებდით. ამ 1 თვის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ომი არ დაგვეშვა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ნეიტრალიტეტის საკითხი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელოვნურად წამოწია.

„ეს იყო საკითხი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ხელოვნურად წამოწია. პირველად, სიტყვა ნეიტრალიტეტი ამ პერიოდის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა და შემდეგ მსგავსი ტერმინი აიტაცეს მთელმა მედიასაშუალებებმა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევალთ ამ დისკუსიაში. დღეს ამ დისკუსიის წინ წამოწევა არის ქვეყნის მტრობა, რაც მიხეილ სააკშვილმა გააკეთა და რაც შემდეგ მისმა მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა გააკეთეს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს