თენგიზ ფხალაძე - უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, უსაფრთხოების გარანტიებსაც მიიღებს და ახალ „მარშალის გეგმასაც“, ჩვენ რას ვაკეთებთ და ჩვენ რა სცენარზე ვმუშაობთ?

სტამბოლში რუსულ - უკრაინული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ვაშინგტონის, ნატოს, ევროკავშირის, G7-ის, ევროპული საბჭოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რამდენად ეფექტური და საკმარისია ვაშინგტონისა და კოლექტიური დასავლეთის ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, აგრეთვე, უკრაინის ირგვლივ მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯიპას ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, სტამბოლში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დასრულდა. შეხვედრამდე დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლიდა, რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებისა და რამე შედეგზე გასვლის არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება მოლაპარაკებების დაწყებამდე აცხადებდა - უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება.

მისი თქმით, კიევის პოზიცია ასეთია - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

ახლა როცა მხარეთა წარმომადგენლებმა სტამბულში გამართულ შეხვედრაზე კომენტარები გააკეთეს, თქვენ როგორ შეაფასებთ სტამბოლში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგებს?

- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნა წინადადებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ კიევის და მოსკოვის ხედვები კვლავაც ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა რუსეთის რიტორიკა ნელ-ნელა რბილდება მისი საბრძოლო ოპერაციებში წარუმატებლობის პროპორციულად.

თავად ფაქტი, რომ მოლაპარაკებები არა რუსეთის გავლენის სივრცეში, არამედ თურქეთში - ნატოს წევრ და უკრაინის მეგობარ ქვეყანაში იმართება, უკვე ბევრის მთქმელია.

როგორც იცით, პროცესი უაღრესად რთულ ფონზე მიმდინარეობს. მოლაპარაკებების დროსაც კი კრემლი საბრძოლო ოპერაციას არ წყვეტს. მისი განცხადებები და ქმედებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად მხარეებს შორის რაიმე ნდობაზე ვერ ვისაუბრებთ. ამის გარდა, იცით, რომ გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის დელეგაციის წევრთა მოწამვლის შესაძლო მცდელობის შესახებაც. ასეთ ვითარებაში მოულოდნელ გარღვევებს არ ველოდოთ. ასეთი გარღვევები მხოლოდ ბრძოლის ველზე საგრძნობი წარმატების შემთხვევაში მიიღწევა. თუმცა, უკრაინამ რუსეთთან ურთიერთობით უკვე ბევრი რამ ისწავლა.

კიევი აღარ ტყუვდება, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა და ითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დაცულობის მტკიცე გარანტიებს. ამაში მას ზურგს უმაგრებს წარმატება ბრძოლის ველზე, რაც დიდწილად დასავლეთის სამხედრო დახმარებითაა განპირობებული და, ასევე, უპრეცედენტო სანქციები, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწვება რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, მათ პირად კეთილდღეობას და, რა თქმა უნდა, სრულიად რუსეთის ფინანსურ სტაბილურობას და მთელს ეკონომიკას.

კიევი აღარ ტყუვდება, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა და ითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დაცულობის მტკიცე გარანტიებს. ამაში მას ზურგს უმაგრებს წარმატება ბრძოლის ველზე, რაც დიდწილად დასავლეთის სამხედრო დახმარებითაა განპირობებული და, ასევე, უპრეცედენტო სანქციები, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწვება რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, მათ პირად კეთილდღეობას და, რა თქმა უნდა, სრულიად რუსეთის ფინანსურ სტაბილურობას და მთელს ეკონომიკას

ამიტომ რუსეთის რიტორიკა რბილდება და უფრო კომპრომისული ხდება, თუმცა, როგორც ეს ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმაც განაცხადეს, აღარავის სჯერა რუსეთის სიტყვის და მისგან მხოლოდ ქმედებებით უკანდახევას მოელიან.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მართალია მოლაპარაკებებში ფორმალურად მხოლოდ უკრაინა და რუსეთია წარმოდგენილი, მაგრამ უკრაინა მუდმივ კონსულტაციაშია ნატოს და ევროკავშირის წევრი და, ასევე, სხვა მეგობარი ქვეყნის დედაქალაქებთან. ნებისმიერი წინადადება პარტნორებთან განიხილება, რაც საგრძნობლად აძლიერებს უკრაინის პოზიციებს და შესაბამისად, მთელ ამ პროცესს.

მართალია მოლაპარაკებებში ფორმალურად მხოლოდ უკრაინა და რუსეთია წარმოდგენილი, მაგრამ უკრაინა მუდმივ კონსულტაციაშია ნატოს და ევროკავშირის წევრი და, ასევე, სხვა მეგობარი ქვეყნის დედაქალაქებთან. ნებისმიერი წინადადება პარტნიორებთან განიხილება, რაც საგრძნობლად აძლიერებს უკრაინის პოზიციებს და შესაბამისად, მთელ ამ პროცესს

- რუსეთის წარმომადგენლების საუბარი უკრაინის „ნეიტრალიტეტზე“ აშკარად პროპაგანდისტულად გამოიყურება, რადგან, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდის წევრები როცა ნეიტრალიტეტზე მსჯელობენ, საუბრობენ იმაზე, რომ კიევი ლამის მთელი ცივილიზებული სამყაროსაგან ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს და საფრთხის შემთხვევაში ასევე ითხოვს მყისიერ რეაგირებას ყველა საშუალებებით.

სულაც არაა გასაკვირი, თუ რატომ იქცევა ასე უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება. მათ კარგად ახსოვთ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლის 2014 წელს დარღვევისა და ყირიმის ანექსირების შემდეგ აშშ-სა და ბრიტანეთს რეაქცია პრაქტიკულად არ ჰქონიათ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კიევმა მიიღოს არა ნეიტრალიტეტი, არამედ უსაფრთხოების ის გარანტიები, რომელსაც რეალურად ითხოვს ცივილიზებული სამყაროსაგან?

- რუსეთის მხრიდან ნეიტრალიტეტის ან უბლოკო სტატუსის შეთავაზება მხოლოდ მორიგი მზაკვრობაა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს არც ერთ სამხედრო ბლოკში, უარი უნდა თქვას სამხედრო დახმარებაზე და მარტო დარჩეს რუსეთთან პირისპირ.

სხვათა შორის, 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, უკრაინა უბლოკო სტატუსის ქვეყანა იყო. დღესაც რუსეთმა იმიტომ გადაწყვიტა უკრაინაზე თავდასხმა, რომ ამ უკანასკნელის დაცვის ვალდებულება არავის აქვს. ამიტომ რუსეთის შეთავაზება ნეიტრალიტეტზე მხოლოდ ხაფანგია უკრაინის ხელში ჩასაგდებად.

2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, უკრაინა უბლოკო სტატუსის ქვეყანა იყო. დღესაც რუსეთმა იმიტომ გადაწყვიტა უკრაინაზე თავდასხმა, რომ ამ უკანასკნელის დაცვის ვალდებულება არავის აქვს. ამიტომ რუსეთის შეთავაზება ნეიტრალიტეტზე მხოლოდ ხაფანგია უკრაინის ხელში ჩასაგდებად

რაც შეეხება კიევის ხედვას, ის გულისხმობს შემდეგს - თუკი ვერ ახერხებთ ნატოში ჩვენს დაუყოვნებლივ მიღებას, რაც პროცედურულად მართლაც დროში გაწელილია, მაშინ მოგვეცით მე-5 მუხლის ტოლფასი გარანტიები ორმხრივი ხელშეკრულებებით. ეს კი ნიშნავს, რომ თავდასხმის შემთხვევაში გარანტორს ვალდებულება აქვს ჩაერიოს სამხედრო კონფლიქტში უკრაინის დასაცავად. მხოლოდ ამის სანაცვლოდ იტყვის უარს კიევი რომელიმე ბლოკში გაწევრიანებაზე და საერთაშორისო ომიანობის დროს შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს.

როგორც ხედავთ ეს სრულიად განსხვავებული კონცეფციაა და მისი ხორცშესხმა უკრაინას ფაქტობრივად ხელშეუხებელს გახდის. თავის დროზე სწორედ ამ გარანტიების გამო შეიქმნა ნატო და თუკი ასეთი დაცულობა მიღწეულ იქნება ორმხრივი ხელშეკრულებებით, მნიშვნელობა არა აქვს მას რა დაერქმევა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნიშნავს უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროებში მოქცევის ყველა მცდელობის კრახით დასრულებას. ამიტომაც რუსეთის ექსპერტ-პროპაგანდისტები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ისეთი შეთანხმება, რომლითაც კიევი უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს ითხოვს, კრემლის მარცხის ეკვივალენტური იქნება და ის მიუღებელია.

რუსეთის ექსპერტ-პროპაგანდისტები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ისეთი შეთანხმება, რომლითაც კიევი უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს ითხოვს, კრემლის მარცხის ეკვივალენტური იქნება და ის მიუღებელია

- სტამბოლის შეხვედრამდე ყირიმთან დაკავშირებით საინტერესო და მეტად საყურადღებო იყო პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარები, რომელიც მან რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში გააკეთა.

მან თქვა - „უკრაინა ყირიმის დასაბრუნებლად ომს არ დაიწყებს, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან“. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ყირიმთან დაკავშირებით მოსკოვი დათანხმდეს ყირიმში რეფერენდუმის მას შემდეგ ჩატარებაზე, რაც ყირიმიდან დევნილი უკრაინის მოქალაქეები დაბრუნდებიან?

- რეალურად ყველაფერი დამოკიდებულია მიმდინარე სამხედრო ქმედებების წარმატება-წარუმატებლობაზე. რაც მეტს კარგავს რუსეთი, მით უფრო კომპრომისული ხდება მისი პოზიციები.

ყირიმი ყველაზე მტკივნეული თემაა, რადგან იგი რუსეთმა თავის ნაწილად გამოაცხადა და მისი დათმობა კრემლისთვის კაპიტულაციას ნიშნავს. ამიტომაც ყირიმის დაბრუნებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ კომპრომისები ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების გარანტიების ხარჯზე არ განხორციელდება

ამიტომაც აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, რომ მან ბოლომდე აგოს პასუხი ყველა უკანონო ქმედებისათვის რაც მან არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით ჩაიდინა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ კომპრომისები ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების გარანტიების ხარჯზე არ განხორციელდება.

- უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაზე ვაშინგტონისა და კოლექტიური დასავლეთის რეაქცია და გადადგმული თუ გადასადგმელი ნაბიჯები უკვე ვიცით. ვარშავაში ბაიდენის გამოსვლა ბევრმა ჩერჩილის ფულტონის გამოსვლას შეადარა, რომლის შემდეგაც „ცივი ომი“ დაიწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა - რუსეთის იზოლაცია არ შედგება, რადგან რუსეთს შეუძლია ითანამშრომლოს წყნარი ოკეანის ქვეყნებთან. ამ ქვეყნებზე გავლენა ჩინეთს აქვს. ჩინეთი კი აცხადებს, რომ რუსეთს სამხედრო ტექნიკით არ დაეხმარება, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე არაა.

რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის იზოლაციისათვის დაწყებული კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკა?

- აქაც ტერმინებით მანიპულაციას ცდილობს რუსეთი. რა თქმა უნდა, სრული იზოლაცია ვერ მოხდება და რუსეთი შეინარჩუნებს ურთიერთობებს ჩრდილო კორეასთან, ვენესუელასთან, სირიასთან და კიდევ სხვა ქვეყნებთან, მაგრამ აქ მნიშვნელობა პარტნიორთა რაოდენობას კი არა ხარისხობრივ მაჩვენებელს აქვს. რუსეთის მთავარი პარტნიორები მას შეზღუდვებს უწესებენ და სრული ემბარგოსკენ მიისწრაფვიან.

ოლიგარქებს უყინავენ ანგარიშებს და უყადაღებენ ქონებას, რუსეთის მრეწველობის გიგანტები, მაგალითად ვაზი და ტოლიატი, აცხადებენ გაჩერების შესახებ, რადგან წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს ვეღარ იღებენ, უზარმაზარი პრობლემები აქვს სამხედრო მრეწველობას, ფინანსური ბაზარი ფაქტობრივად ჩამოშლილია, გაყინულია რუსეთის სავალუტო რეზერვების უდიდესი ნაწილი, არ ივაჭრება სახელმწიფო ობლიგაციები, ახალი ტექნოლოგიების შეტანაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია.

რუსეთი გათიშულია წამყვან ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობისგან, შეჩერებულია საერთაშორისო თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სპორტის სფეროებში.

ფაქტობრივად არ დარჩა დარგი, რომელსაც სანქციები არ შეეხო. ასეთი სანქციები მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ უნახავს. ამ ზეწოლას რუსეთზე გაცილებით ძლიერი ქვეყნები ვერ გაუძლებენ, არათუ პუტინის კორუმპირებული, ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული რეჟიმი, რომელიც ნამდვილად შორს არის თვითკმარი სახელმწიფოსგან.

ფაქტობრივად არ დარჩა დარგი, რომელსაც სანქციები არ შეეხო. ასეთი სანქციები მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ უნახავს. ამ ზეწოლას რუსეთზე გაცილებით ძლიერი ქვეყნები ვერ გაუძლებენ, არათუ პუტინის კორუმპირებული, ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული რეჟიმი, რომელიც ნამდვილად შორს არის თვითკმარი სახელმწიფოსგან

- აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის ნათქვამს - „პუტინი ხელისუფლებაში აღარ უნდა დარჩეს“, აშშ-ში და რუსეთში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამ ხმაურზე ბაიდენის პასუხი ასეთი იყო - „ნათქვამი ჩემი პერსონალური აზრია და არა თეთრი სახლის პოლიტიკაო", და კვლავ გაიმეორა - „ეს რუსი ხალხის გადასაწყვეტიაო“.

ბაიდენის ვარშავის სიტყვა ბევრმა დასავლეთის აშკარად საბოლოო გამოღვიძება, ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ახალი წესრიგის დაწყების ნიშნად აღიქვა.

თუმცა, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ ისევე როგორც ჩვენთან ჰყავს პუტინს ლატენტური მხარდამჭერები, ისე ბევრი ჰყავს მას აშშ-ში პუტინის თუ რუსული კაპიტალის გულშემატკივრები.

თქვენ როგორ ახსნიდით პუტინთან დაკავშირებით ბაიდენის გამონათქვამზე ატეხილ ხმაურსა და იმას, რომ მას მოუწია დაზუსტება, თან უცნაურადაც კი, რადგან თეთრ სახლს მასზე დიდი უფროსი არ ჰყავს?

- ცხადია, ღიად მოწოდებას რეჟიმის ცვლილების შესახებ არავინ გააკეთებს, მაგრამ შეფასება რუსეთის დღევანდელ მმართველს უკვე მიეცა - ის იქცევა, როგორც საერთაშორისო დამნაშავე და შესაბამის დამოკიდებულებასაც იმსახურებს.

შესაბამისად, მისი მხარდაჭერებიც უნდა დაფიქრდნენ, სურთ თუ არა იმ პასუხისმგებლობის გაზიარება, რომელიც საერთაშორისო დამნაშავეს დაეკისრება!.

რა თქმა უნდა, როგორც ბაიდენმა თქვა, დარჩება თუ არა პუტინი ხელისუფლებაში, „ეს რუსი ხალხის გადასაწყვეტია“, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობა რუსეთთან.

როგორც ბაიდენმა თქვა, დარჩება თუ არა პუტინი ხელისუფლებაში, „ეს რუსი ხალხის გადასაწყვეტია“, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობა რუსეთთან

- ფაქტია, რომ უკრაინაში ბლიცკრიგის ჩავარდნისა და ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ კრემლი გეგმა ბ-ზე გადავიდა.

მოსკოვი ახლა აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიზანი არა დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, არამედ დონბასია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ დღეის მონაცემებით რუსეთი დონბასის მხოლოდ 1/3 აკონტროლებს.

იმის გამო, რომ რუსეთმა დნრ-სა და ლნრ-ის რესპუბლიკები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ფარგლებში აღიარა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, მას მოუწევს დონეცკისა და ლუგანსკის დარჩენილი ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება, ამას ისინი ომში წარმატების მიღწევის გარეშე ვერ შეძლებენ.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ყველაზე დიდი ომი სწორედ დონბასისთვის გაიმართება?

- დიდი ომი უკვე მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკრაინა სამამულო ომშია და იგი არ შეიძლება დასრულდეს როგორ მორიგი „გაყინული კონფლიქტი“. უკრაინა იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ხოლო რუსეთი უკვე სახის შენარჩუნებაზე ფიქრობს, რადგან მისი მთავარი გეგმა - კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა სრული კრახით დასრულდა.

„დიდი ომი“ დიდ რესურსებსაც მოითხოვს. ეს რესურსი კი რუსეთს ყოველდღიურად ეწურება. მისთვის ბრძოლის გაგრძელება, მით უფრო კი ხანგრძლივ ომში გადასვლა სრულად დამღუპველი იქნება.

„დიდი ომი“ დიდ რესურსებსაც მოითხოვს. ეს რესურსი კი რუსეთს ყოველდღიურად ეწურება. მისთვის ბრძოლის გაგრძელება, მით უფრო კი ხანგრძლივ ომში გადასვლა სრულად დამღუპველი იქნება

ვერ გეტყვით, რამდენად აცნობიერებს ამას თავად პუტინი, მაგრამ მის გარემოცვაში ცალკეული ადამიანები ამას უკვე ხედავენ. ამასთანავე ნათლად განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული, ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერი მცდელობა მსოფლიოს უმკაცრეს რეაქციას გამოიწვევს. სხვა რესურსი კი რუსეთს აღარ რჩება.

შესაბამისად, ახალ „დიდ ომს“ რუსეთი ვეღარ აწარმოებს, ხოლო სულის მოთქმის, გადაჯგუფების და ხელმეორე დიდი შეტევის მომზადების საშუალება მას არ უნდა მისცენ.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მას შემდეგ რაც გენერალმა რუცკოიმ უკრაინაში რუსული გეგმების ახალ გეგმა ბ-ზე ისაუბრა, ვითარება კრემლში მნიშვნელოვნად შეცვლილია. არაა გამორიცხული, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასრულდეს პუტინის ეპოქა.

ცნობილი რუსი ანალიტიკოსი ილარიონოვი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე ბაიდენი პუტინს დაჰპირდა, რომ ომში არ ჩაერთვებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ და ხალხმა რუსულ ჯარს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. მეტიც, ახლა ინიციატივა უკრაინელების მხარესაა და თუ ეს დინამიკა შენარჩუნდება, უკრაინაში პუტინის კამპანია რუსეთის უმძიმესი მარცხით დასრულდება.

ერთ დროს კრემლთან დაახლოებული ცნობილ პოლიტტექნოლოგ პავლოვსკის მტკიცებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ პუტინის ეპოქა შესაძლოა დასრულდეს, მაგრამ რუსეთში პუტინის მიერ შექმნილი ვერტიკალი და მართვის სისტემა შენარჩუნდება. რამდენად რეალისტურად გამოიყურება ილარიონოვისა და პავლოვსკის პროგნოზი?

- წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ჩაურევლობის გარანტია მიეცა. პირიქით, თეთრი სახლი ღიად აფრთხილებდა პუტინს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუმცა მოსკოვში ეს გაფრთხილება არ შეისმინეს. რაც შეეხება პუტინის ეპოქის დასრულებას, მან საკუთარ თავს განაჩენი მაშინ გამოუტანა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო.

დღეს პუტინის რეჟიმი განწირულია, ამას რუსეთშიც კარგად ხვდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ დემოკრატიულ რუსეთს მივიღებთ. მმართველობის სისტემა, რომელმაც პუტინი შექმნა, საკმაოდ ძლიერია და მისი ტრანსფორმაცია ადვილად და სწრაფად ვერ მოხერხდება.

დღეს პუტინის რეჟიმი განწირულია, ამას რუსეთშიც კარგად ხვდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ დემოკრატიულ რუსეთს მივიღებთ. მმართველობის სისტემა, რომელმაც პუტინი შექმნა, საკმაოდ ძლიერია და მისი ტრანსფორმაცია ადვილად და სწრაფად ვერ მოხერხდება

- ახლა როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ქვეყნის წინაშე უამრავი საფრთხეები სულ უფრო ცხადი და ხელშესახები ხდება, ხელისუფლების მტკიცებით, „ომი უკრაინაშია“ და “საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარი უკრაინას ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა, პოლიტიკური ცხოვრების დინამიკამ მრავალი ფაქტი დააფიქსირა იმისა, რომ „უკრაინის საკითხში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რიგ შემთხვევაში ორჭოფული, რიგ შემთხვევაში სამარცხვინოა“.

კარგია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს რუსეთთან დაპირისპირება, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენში ორი დღეა მსჯელობენ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებაზე - "ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში”.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას, ხოლო მეორე მხრივ, თუნდაც პრემიერის განცხადებას?

ჩვენში რამდენიმე დღე აქტიურად განიხილებოდა უკრაინელ მაღალჩინოსან დანილოვის განცხადება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ღიად დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა.

ამ თემაზე ბევრი ითქვა, მე მხოლოდ ერთს დავამატებდი - როცა ხელისუფლება აცხადებს - ომი გინდათ?! პასუხი მარტია - ომი არავის არ უნდა.

მაგრამ, ახლა როცა ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო პუტინის რუსეთს ებრძვის, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ 2008 წელს როცა რუსეთმა საქართველოზე აგრესია განახორციელა და მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, შეგვეშალაო, ხელისუფლება თავად უნდა იყოს ინიციატორი მთელ მსოფლიოს შეახსენოს საქართველოში რუსეთის ნამოქმედარი 1992-1993, და 2008 წლებში.

ახლა როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ღიად აწარმოებს ომს, თქვენი დაკვირვებით რატომ არ აქტიურობს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ ყველას შეახსენოს იმაზე, თუ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ?

- ჩვენ კვლავაც პარადოქსულ ვითარებაში ვართ - ერთი ხელით ვაკეთებთ, ხოლო მეორით - ჩვენივე გაკეთებულს ვანგრევთ. საქართველოს მიერ გაწეული დახმარება შეიძლებოდა სრულიად სხვანაირად წარმოჩენილიყო, მაგრამ ჩვენივე განცხადებებით ეს გაკეთებული გავაბათილეთ და საკუთარი თავიც დავაზიანეთ. მაგრამ, ერთი წუთით თავი დავანებოთ უკრაინას.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, უსაფრთხოების გარანტიებსაც მიიღებს და ახალ „მარშალის გეგმასაც“. ჩვენ რას ვაკეთებთ და ჩვენ რა სცენარზე ვმუშაობთ?

უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, უსაფრთხოების გარანტიებსაც მიიღებს და ახალ „მარშალის გეგმასაც“. ჩვენ რას ვაკეთებთ და ჩვენ რა სცენარზე ვმუშაობთ?

რატომ არ ვზღუდავთ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საშუალებებს, რატომ დანავარდობენ კრემლის დაფინანსებული პოლიტიკური და ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოს?

რატომ გაგვირბის თვალი რუსული ბაზრისკენ, როდესაც თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, ჩინეთთან და კიდევ მრავალ ქვეყანასთან? რატომ გვგონია, რომ რუსი ტურისტის გარეშე დავიღუპებით? რატომ არ ვამცირებთ დამოკიდებულებას ოკუპანტ სახელმწიფოზე?

ეს და მრავალი ასეთი კითხვა დღეს პასუხგაუცემელია. ამ დროს, დღეს, ჩვენს თვალწინ ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი ევროპა იქმნება. ჩვენ სად ვართ ამ დროს და სად გვინდა, რომ ვიყოთ? თუ იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ვინმე რამეს საჩუქრად მოგვართმევს, ძალიან შევმცდარვართ.

დღეს, ჩვენს თვალწინ ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი ევროპა იქმნება. ჩვენ სად ვართ ამ დროს და სად გვინდა, რომ ვიყოთ? თუ იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ვინმე რამეს საჩუქრად მოგვართმევს, ძალიან შევმცდარვართ

რაც შეეხება აგრესიის საფრთხეს, მესმის, რომ ომი არავის უნდა, მაგრამ არც კაპიტულანტური განწყობა უნდა დაინერგოს მოსახლეობაში. „ჩვენ რომ მოგვადგეს, რა გვეშველება?“ - ესაა კითხვა, რომელიც დღეს ყოველ ნაბიჯზე მესმის! რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება, რა პასუხს აძლევს საკუთარ მოსახლეობას?

შეხედეთ, როგორი პანიკაა სხვადასხვა პროდუქტზე. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ასეთი რაოდენობით პროდუქტს იქ არ იმარაგებენ. როგორ შეიძლება, მოსახლეობას ასეთი სასოწარკვეთა ჰქონდეს?

ხვალ რომ მართლა სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ, სახელმწიფო უწყებებმა მაინც თუ იციან რა უნდა აკეთონ? უფუნქციოდაა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, დღემდე არ გვაქვს კანონი თავდაცვის საბჭოს შესახებ, რომელიც უნდა ამოქმედდეს ომის შემთხვევაში. მისი უფლებამოსილება და საქმიანობის წესი კანონით უნდა განისაზღვროს, კანონის მიღება კი არც გაგვხსენებია, თითქოს რუსეთი ჩვენს მეზობლად არ იყოს, ტერიტორიებიც არ ჰქონდეს ოკუპირებული და საფრთხეც არ გვემუქრებოდეს.

დღეს მუდმივად უნდა ვხედავდეთ შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. სწორ, აქტიურ ქმედებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უნდა ვხედავდეთ ნაბიჯებს, ქმედებებს და არა განცხადებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ აცდენილია მოვლენები კონტექსტს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ.

ასევე არაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასამშვიდებლად, რუსული გავლენების შესამცირებლად. უფრო მეტიც, ვატარებთ გამოკითხვას თავისუფლება სჯობს თუ მშვიდობა. ზუსტად ეს მოდელი იყო საბჭოთა კავშირი - მშვიდობა, თავისუფლების გარეშე. მსახურის და მონის სტაბილურობა. თაობები შეეწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას და როგორ აძლევს ვინმე თავს უფლებას ეს საკითხი სათუო გახადოს!

სწორედ ასეთ დეზორიენტირებულ საქართველოზე ოცნებობს კრემლი, რადგან დეზორიენტირებული და შეშინებული ქვეყანა რუსეთისთვის ადვილი ლუკმაა.

- ახლა როცა მსოფლიოში ეპოქალური პროცესები უკრაინის ომის ფონზე მიმდინარეობს, საშინაო პოლიტიკაში ზუსტად იგივე ვითარებაა, რაც 2020 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ.

მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს - „თუ ჩვენ ამ ხელისუფლებას არ ჩამოვაგდებთ. ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“.

სააკაშვილის ამ ტიპის განცხადებებზე მმართველი გუნდის რეაქცია უცვლელია, ამჯერად იგი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა -„სააკაშვილი რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოს და უკრაინას“.

მოკლედ, სურათი ასეთია - შიდა პოლიტიკა ისევ ივანიშვილი-სააკაშვილის წრეზე ტრიალებს. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია, რისიც, ხელისუფლების მხარდამჭერებსაც არ სჯერათ, ხოლო სააკაშვილი ციხეშია და დრო და დრო მისი მონაწილეობით სასამართლო პროცესები იმართება.

იმის ფონზე, როცა ახლა უკრაინაში ომია და მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, რატომ ვერ ახერხებს საქართველოს პოლიტიკური კლასი გამოწვევებისა და საფრთხეების მიმართ ადეკვატური და რაც მთავარია ეფექტური იყოს?

- ვერ ახერხებს, რადგან „იზმებს“ ვერ გავცდით და კვლავაც „ნაცი-ქოცი“ პარადიგმაში ვცხოვრობთ. ოპოზიციის მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლაა, ხელისუფლება კი იმითაა დაკავებული, რომ ოპოზიციის მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინოს, პოლიტიკური ველი მოასუფთაოს შესაძლო ოპონენტებისაგან და გაურჩებული პრეზიდენტი განსხვავებული აზრისთვის დასაჯოს.

პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოზე მიიღება, პარტიასთან შეკამათება კი დასჯადი ქმედებაა. ბარემ ოფიციალურად დავაბრუნოთ ცენტრალური კომიტეტი და მმართველობის ერთპარტიული სისტემა. ასეთ ვითარებაში რა ეფექტიანობაზე შეიძლება იყოს საუბარი?

სრულად ამოვარდნილნი ვართ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კონტექსტიდან. შესაძლოა, საშინაო პოლიტიკაში პოლარიზაციით ვინმემ ხელისუფლების რაღაც დროით შენარჩუნება შეძლოს, მაგრამ თუ ხელიდან გავუშვებთ იმ შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც ახლა იქმნება, ძალიან დავზარალდებით და ამას თაობები არ გვაპატიებენ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო