ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმი - გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

























