ზვიად შალამბერიძე და იოსებ ხახალეიშვილი ლიეტუვის ელჩს შეხვდნენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა მიიღეს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროსა და დამეგობრებული ქალაქების ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„იმერეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტი ჭიათურა და ზესტაფონი უკვე დამეგობრებულია ლიეტუვას ქალაქებთან. ხოლო ქუთაისი და ლიეტუვის ქალაქი კაუნასი 2018 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ და გამოცდილებას უზიარებენ. პარტნიორული თანამშრომლობის საფუძველზე უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება.

ელჩმა გამოთქვა სურვილი ქუთაისში ლიეტუვას თანამედროვე არქიტექტურის შესახებ ფოტო გამოფენა მოეწყოს.

მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა