სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვა“ თელავსა და გორში ახალ მეგაცენტრებს ხსნის

1-ელ აპრილს, თელავსა და გორში, სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ ორი ახალი ფილიალი ერთდროულად გაიხსნება. ისინი, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ, რიგით მეოთხე და მეხუთე მეგაცენტრებია.

ახალ ფილიალებში წარმოდგენილი იქნება, როგორც „ნოვას“ მიერ წარმოებული, ისე იმპორტირებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი. მომხმარებლები უკვე თელავსა და გორშიც შეძლებენ შეიძინონ „ნოვას“ წარმოების სასახურავე მასალა, ფასადის მოსაპირკეთებელი საიდინგები, ვენახის ინვენტარი, პოლიეთილენის ავზები, ნაგავშემკრები კონტეინერები, სეპტიკები, სხვადასხვა სახის პროფილი და მისი სხვა ქართული პროდუქცია. ასევე, ისეთი ექსკლუზიური ბრენდების პროდუქტები, როგორებიცაა Ingco, Bien, Nippon Paint-ის ჯგუფის Betek და Fawori და Saint Gobain-ის ჯგუფის Izocam და Rigips. იმპორტირებული პროდუქცია მოიცავს სანტექნიკას, ხელსაწყოებს, სამშენებლო მიმართულებას, საღებავების ფართო ასორტიმენტს და ა.შ.

ახალ მეგაცენტრებში მისულ სტუმრებს დახვდებათ უამრავი საჩუქარი, სიურპრიზი და განსაკუთრებული ფასდაკლებები პროდუქციაზე. გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან თელავისა და გორის მერები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ახალი ფილიალების გახსნისთვის „ნოვამ“ დამატებით მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მათში დაასაქმა 60-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ადგილობრივი კადრებიდან შეირჩნენ.

სამშენებლო და სარემონტო კომპანია „ნოვა“ ქართულ ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს. ის არის წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და ამიერკავკასიის უმსხვილესი მწარმოებელი. „ნოვამ“ წარმოების ხაზის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე 400-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქტს ქმნის. მის შოურუმებში სულ 50 ათასზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი.

„ნოვა“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა. მისი მეგაცენტრები, თელავისა და გორის ჩათვლით, უკვე 5 დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. ზაფხულის ბოლომდე კი მარნეულსა და ხაშურში დამატებით კიდევ ორი ფილიალის გახსნას გეგმავს.

(R)

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს