ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე სრიალისას ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

ბაკურანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა სრიალისას მოხდა.

33 წლის მამაკაცი თხილამურიდან გადავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბაკურიანიდან გორში გადაიყვანა.

კლინიკა ,,გორმედის" ექიმის, გია ზუმბულიძის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება წვივის ძვლების ღია მრავლობითი მოტეხილობა, მას უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და რამდენიმე წუთში იგეგმება ქირურგიული ოპერაცია.

ზუმბულიძის განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა