ზვიად შალამბერიძე - ჭიათურის მერია ითხვისში მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჭიათურის მერთან, გივი მოდებაძესთან ერთად, სოფელ ითხვისში დაზიანებული სახლები დაათვალიერა, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათგან ინფორმაცია პირადად მოისმინა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე 12 ოჯახი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.

„ხელისუფლებამ პირველივე დღიდან შესაბამისი ზომები მიიღო. ის ოჯახები, რომელსაც საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრება, თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე გაყვანილია. მათთვის ალტერნატიული სახლები გამოვყავით, როგორც სხვადასხვა სოფელში, ასევე ჭიათურაში.

გეოლოგიური ჯგუფი უკვე მუშაობს, რომელიც სიტუაციას შეისწავლის და დაადგენს, თუ რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის მერიის ცნობით, გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დადებენ.

სოფელ ითხვისში ე.წ. „მახათაძეების უბანში“ 12 სახლი მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია