ოზურგეთში საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ოზურგეთში საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ოზურგეთში საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა სხდომაზე დაზიანებული შიდა გზების ფოტო მასალა წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხის მოსაგვარებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მმართველმა პარტიამ ,,ერთიანი ნაციონალური მორაობის" წევრი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მეგაფონით მიმართა საკრებულოს წერებს.

„იმისთვის, რომ ხალხის ხმა გაგაგონოთ მეგაფონი მჭირდება და ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. მაშინ როდესაც ოზურგეთში უამრავი პრობლემაა, თქვენ რაღაც ბიუროკრატიულ საკითხებს განიხილავთ. შეხედეთ რას ჰგავს ქუჩები", - განაცხდა თათია ნიკოლაიშვილმა.

"ქართული ოცნების“ წევრებმა „ნაციონალურ მოძრაობას" „ომის პარტია" და “მეხუთე კოლონა" უწოდეს და მათ საუბრის საშუალებას არ მისცეს. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ოზურგეთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აუდიტის ანგარიშის განხილვას თავი აარიდეს და სხდომიდან გავიდნენ. მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის შეფასებითი ანგარიში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას ეხებოდა და მასში წინა მერის, კონსტანტინე შარაშენიძისა და მისი გუნდის მხრიდან არაერთ სერიოზულ დარღვევაზეა საუბარი.