ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ მხარეებს განუმარტა, რომ საკმარისი მტკიცებულება მოსარჩელე მხარემ ვერ წარადგინა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” სასამართლოსგან სხვა მოლოდინი არ ჰქონდათ. მათივე თქმით, მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შუალედურ არჩევნებში ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, რადგან “ქართული ოცნება” ყაჩაღური გზით არჩევნების მოპარვას ცდილობს.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

“სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისია ველოდებოდით, ვინაიდან როგორც პროცესზე აღვნიშნე და მოსამართლემაც სწორედ ამაზე გააკეთა განმარტება, მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ამომრჩევლის მისყიდვის ფაქტი”,- აცხადებს ოლქის იურისტი ზვიად სურმანიძე.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა