22 მაისს, თბილისში, სასტუმრო Stamba-ში, პროექტ Caucasus Mandili-ს კონცეფციის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ეს პროექტი არის მსოფლიოში პირველი მთის სათხილამურო კურორტი Rotana-ს ბრენდის ქვეშ. პროექტი აერთიანებს ქართულ დეველოპერულ კომპანიას Pontus -ს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორს Rotana-ს და იტალიურ არქიტექტურულ სტუდიას NOA-ს, რომელიც ალპებში განხორციელებული არაერთი გამორჩეული პროექტით არის ცნობილი.
Caucasus Mandili მიზნად ისახავს არა მხოლოდ ახალი სასტუმროს შექმნას, არამედ გუდაურის, როგორც საერთაშორისო ოთხსეზონიანი კურორტისა და საინვესტიციო მიმართულების, განვითარებას.
გუდაური - ტურიზმისა და ინვესტიციის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება საქართველოში
გუდაური უკვე მრავალი წელია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება. მზარდი ტურისტული ნაკადებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე, ბოლო წლებში აქ მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი უძრავი ქონების და საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ კურორტი ძირითადად ზამთრის სპორტთან და სათხილამურო ტურიზმთან ასოცირდება, მთელი წლის განმავლობაში მრავალფეროვან ტურისტულ გამოცდილებაზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის, სასტუმრო ინვეტსიციებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Pontus-ის დამფუძნებლის, ირაკლი ვარშალომიძის განცხადებით, სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს Caucasus Mandili-ს კონცეფცია, რომლის მიზანიც გუდაურის ოთხსეზონიან ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებაა.
ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მოემსახურება
პროექტი მოიცავს სრულფასოვან საკურორტო ეკოსისტემას, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე.
კომპლექსში განთავსდება:

პროექტის მიზანია გუდაურში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მუდმივად მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ისე უძრავი ქონების მფლობელებისა და ინვესტორებისთვის.
Rotana-ს პირველი მთის კურორტი მსოფლიოში
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მართვის მოდელია.
სასტუმროს სრულ ოპერირებას უზრუნველყოფს Rotana, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ოპერირებს.
Full Management მოდელი გულისხმობს, რომ Rotana პასუხისმგებელი იქნება:
ეს იქნება Rotana-ს პირველი პროექტი მთის კურორტების სეგმენტში და პირველი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის მიერ მართული იდეა გუდაურში.
ქართული კულტურით შთაგონებული არქიტექტურა
არქიტექტურული კონცეფცია შექმნილია იტალიური სტუდია NOA-ს მიერ, რომლის ნამუშევრები საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ინოვაციური პროექტები.

სტუდიის ცნობილ პროექტებს შორისაა:
Caucasus Mandili-ს დიზაინი შთაგონებულია ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოთი, მანდილით.
არქიტექტორებმა მანდილის ფორმა თანამედროვე ინტერპრეტაციით გადაიტანეს კომპლექსის სახურავისა და საერთო სილუეტის დიზაინში, რაც პროექტს უნიკალურ ვიზუალურ იდენტობას ანიჭებს.
კონცეფციის ავტორია NOA-ს თანადამფუძნებელი ლუკას რუნგერია, რომელიც ალპური და მაღალმთიანი არქიტექტურის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება.
გუდაურის განვითარების ახალი ეტაპი
პროექტის დეველოპერების შეფასებით, Caucasus Mandili მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ტურიზმის სექტორზე, ასევე რეგიონულ ეკონომიკაზე.
პროექტის განხორციელებას მოჰყვება შემდეგი უპირატესობები:
პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გუდაურის საერთაშორისო დონის ოთხსეზონიან კურორტად ჩამოყალიბების გზაზე.
საინვესტიციო შესაძლებლობა გუდაურში
ტურისტულ მნიშვნელობასთან ერთად, Caucasus Mandili წარმოადგენს საინვესტიციო პროექტს, რომელიც კერძო ინვესტორებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოში პირველი Rotana-ს ბრენდირებული მთის კურორტის განვითარებაში.
პროექტი შეიძლება საინტერესო იყოს მათთვის, ვინც ეძებს:
საინვესტიციო პროგრამის, გაყიდვების დაწყებისა და ინვესტიციის შესაძლებლობების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ოფიციალური გაყიდვების დაწყების შემდეგ გამოქვეყნდება.
(R)