გორში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში, გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, გზის საფარის აღდგენა გორის ციხის მიმდებარედ ხორციელდება.

„უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა და სამუშაოების დაწყებაც შეაფერხა.

საფარის აღდგენას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის პირობით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

ხელშეკრულება გზის ორმოულ სარემონტო სამუშოების წარმოებას გულისხმობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.

გზის დაზიანებული საფარი გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოწესრიგდება და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებისთვის დამატებითი თანხებიც გამოიყოფა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს