ვლადიმერ მგალობლიშვილი - ბათუმში, საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციების გამართვას გეგმავს

ბათუმში, საარჩევნო უბნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციების გამართვას გეგმავს, - ამის შესახებ “ქართული

ოცნების” წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნების” კანდიდატი 20 - პროცენტიანი უპირატესობით გამარჯვებას მოიპოვებს.

ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უსაფუძვლო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ქართული ოცნება” მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში რამაზ ჯინჭარაძე იგებს. ეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ცნობილია და ბოლო დღეებში სხვადასხვა პროვოკაციულ ფორმებს მიმართავენ, რათა არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამიტომ მათ სასამართლოს მიმართეს და თითქოსდა ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით, რამაზ ჯინჭარაძის ჩამოშორება მოითხოვეს საარჩევნო კამპანიიდან. დღეს სასამართლომ უსაფუძვლობის გამო, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, ხავს გამოკიდება. მათთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ 20 პროცენტის უპირატესობით იგებს, საკრებულოს უმრავლესობის ფორმირებას მოახდენს და ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს ბათუმს, გადაჭრის უმოკლეს ვადაში. პარტიის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ლიდერები განთავსდებიან ბათუმში 14 საარჩევნო უბანზე და ბუნებრივია მათი მიზანი არ არის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელება, მათი მიზანია რაც შეიძლება მეტად პროცესის დაძაბვა, საარჩევნო პროცესის ჩაშლა. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მაქსიმალურად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ასევე, თავი აარიდოს პროვოკაციას”, - განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს