სოფელ ითხვისში მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საკითხის შესწავლის მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მუშაობენ.

მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პრემიერის დავალებით ითხვისში საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად იმყოფებოდა .

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და დაზიანებული სახლები პირადად დაათვალიერეს.

ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დაზიანებულია დროებით ალტერნატიულ საცხოვრებლებში იცხოვრებენ, ხარჯებს ჭიათურის მერია გაიღებს. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით გეოლოგთა ჯგუფი ყველა დაზიანებულ სახლში არსებულ სიტუაციის დეტალურ აღწერას აწარმოებს და შემოწმების საფუძველზე უახლოეს პერიოდში შესაბამის დასკვნას დადებს.

“პრემიერის დავალებით კომუნიკაცია მოხდა სოფლის და ეკონომიკის სამინისტროებთან, ორივე უწყების ექსპერტები სწავლობენ სიტუაციას, მოხდება იმ სახლების შესწავლა, რომელიც დაზიანებულია, პარალელურად კი მოხდება ადგილობრივების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა“, -განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის ჭიათურის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც სოფელში მოსახლეობის ქონებრივ მდგომარეობას სწავლობს. ამ ეტაპზე 17 საცხოვრებელი სახლი არის დაზიანებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა