ლენტეხში ახალგაზრდა ქართველი პოეტის, ანა ლაშხელი-ონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა

ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა ქართველი პოეტის, ანა ლაშხელი-ონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ახალგაზრდა ქართველი პოეტს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა.

მერიის ცნობითვე, ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, მერიის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ.

„საღამოზე ისაუბრეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წაიკითხეს პოეტის ლექსები, ჩანახატები და ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. ამასთან, ერთმანეთს გაუზიარეს მოგონებები. ახალგაზრდა პოეტი გულთბილად გაიხსენა ბავშვობის მეგობარმა მარინა ლობჟანიძემ.

ასევე, საღამო მუსიკალურად გაალამაზა ლაშხეთის მგალობელთა გუნდმა (ხელმძღ: კახა გაზდელიანი).

ღონისძიების ბოლოს მოსწავლე- ახალგაზრდობის დირექტორმა ლუიზა ხვადაგიანმა მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა ანას მონაწილეებს ( მუნიციპალიტეტის N1, N2, ჟახუნდრის, სასაშის, მელეს, ჩიხარეშის საჯარო სკოლას) და დამსწრე საზოგადოებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა