რომეო მიქაუტაძე გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო გერმანიის მხარდაჭერით ახორციელებს.

„აღინიშნა, რომ გერმანიას, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გაძლიერების, დარგში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდისთვის.

ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რამდენიმე პროექტზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ენერგოსექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე ხაზი გაესვა გერმანიის ძალისხმევას და მხარდაჭერას საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების უფრო ეფექტური განვითარებისა და ქვეყანაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“