გიორგი კაჭარავა - ბრძოლის ველზე გადაწყდება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისა და შეთანხმების ბედი

უკრაინასა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კიევისა და მოსკოვის სამხედრო-დიპლომატიურ მანევრზე, მხარეების განსხვავებულ სტრატეგიებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გია, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შედეგებზე ბევრი ითქვა, მაგრამ უკრაინის თემაზე საუბრის დაწყება მაინც ამ თემით მინდა შემოგთავაზოთ.
იმ თემებზე, რომლებზეც მოლაპარაკებებზე მხარეებმა იმსჯელეს და თავისი პოზიციები დააფიქსირეს, მოსკოვში დიდი უკმაყოფილება დაფიქსირდა კიევის პოზიციებზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რუსული ჯარის უკრაინის მთელი ტერიტორიიდან გასვლა, ყირიმის სტატუსზე 15 წლის შემდეგ მსჯელობა.
ყირიმის თემაზე პუტინის პრესმდივნის პესკოვის განცხადება იმის შესახებ, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია, დიდად არც არავის გაჰკვირვებია. სტამბოლის მოლაპარაკებებიდან სულ რაღაც 12-15 საათში რუსების მიერ უკრაინულ ქალაქების უმოწყალო დაბომბვა ნიშანი იყო იმისა, რომ კრემლი სულაც არ აპირებს სერიოზულად აღიქვას კიევის ხელისუფლება, რომლის დამხობა და მომხდარის უკრაინის დენაციფიკაციად გამოცხადება სურდა.
მოლაპარაკებებზე რუსული დიპლომატიის სტრატეგია, ტაქტიკა და ქცევა ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ამჯერად სტამბულში რუსულ-უკრაინული მორიგმა რაუნდმა ცხადად აჩვენა რომ რუსეთი უკრაინასთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება, რომლის მოგება მისთვის რუსეთის ხელისუფლებისა და რუსული ძალების პრესტიჟის საკითხია.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მეტ-ნაკლებად რეალისტურ შეთანხმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა რომელიმე მხარე მოწინააღმდეგეს სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს და ამ შედეგებით არ მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას?
- სტამბოლში მოლაპარაკებები 29 მარტს გაიმართა და როგორც გამოჩნდა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პრესისთვის გამართულ ბრიფინგებზე მხარეებმა ისაუბრეს ზოგად პოზიციებზე, რომელიც პროცესში განიხილება.
სამხედრო თვალსაზრისით ძირითადად საუბარია საბრძოლო ინტენსიურობის შენელებაზე კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. პოლიტიკური და საერთაშორისო თვალსაზრისით ლაპარაკია უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიებზე და ნეიტრალურ სტატუსზე. აგრეთვე ნახსენებია ყირიმისა და დონბასის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარება, და მათი საბოლოო სტატუსის განსაზღვრაზე მომავალში.
მოლაპარაკებებზე პოზიციების ასეთი გამოაშკარავება მიუთითებს უპირველეს ყოვლისა რუსეთის მიერ განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების ცვლილებაზე. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ ნაადრევია რაიმე საბოლოო შეთანხმებაზე საუბარი.
მოლაპარაკებებზე პოზიციების ასეთი გამოაშკარავება მიუთითებს უპირველეს ყოვლისა რუსეთის მიერ განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების ცვლილებაზე. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ ნაადრევია რაიმე საბოლოო შეთანხმებაზე საუბარი
გაჟღერებული პოზიციებიდან გამომდინარე, საინტერესოა ნეიტრალიტეტის საკითხი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებით იქნება დაცული. ასეთი პოზიცია უკრაინის მთავრობის გასაგებია, და მისასალმებელი რადგან ძირითადი მოთამაშეები საერთაშორისო ასპარეზზე მზად არიან უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზონ.
ამავდროულად საკმაოდ გაუგებარია 15 წლიანი ვადა ყირიმის სტატუსთან მიმართებაში და მექანიზმები თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა მომავალში.
ამით მე იმის თქმა მინდა რომ ასეთი კონსტრუქციის შექმნისას მნიშვნელოვანია დეტალების ცოდნა და სწორად დალაგება, რაც მოგვცემს საშუალებას უფრო გააზრებულად ვიმსჯელოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ის ფაქტი, რომ რუსეთმა ხელი აიღო ტაბუზე რომელიც დადებული ჰქონდა ყირიმის საკითხის განხილვაზე, უდავოდ უკრაინული მხარის წარმატებაა.
ამავდროულად დიდ წინსვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევად მიმაჩნია, რადგან ჩვენ მომსწრენი ვართ წინასწარი კონსულტაციებისა, სადაც პოზიციების შეჯერებაზე მიდის საუბარი. ასეთი სახის საუბრების მიმართულება მიმდინარე ომის პირობებში დიდწილად დამოკიდებულია საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე და ამა თუ იმ მხარის სამხედრო წარმატებულობაზე.
მოკლედ რომ შევაჯამოთ - მოლაპარაკებები კი არ განაპირობებენ საომარი მოქმედებების მსვლელობას და შედეგებს, არამედ პირიქით, ბრძოლის ველზე გადაწყდება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისა და შეთანხმების ბედი.
- სტამბოლის მოლაპარაკებებზე მსჯელობისას არა ერთმა ქართველმა ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კიევმა კრემლთან მოლაპარაკებებზე იმ ტიპის შეცდომა არ უნდა დაუშვას, რომელიც 1993 წლის ივლისში სოჭის შეთანხმებაზე ხელმოწერისას დაუშვა ქართულმა მხარემ.
საუბარია იმ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ქართულმა მხარემ აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკა და შენაერთები გამოიყვანა, რითაც ისარგებლეს ოპონენტებმა და იმავე წლის 16 სექტემბერს სოხუმზე შეტევა დაიწყეს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინამ კრემლთან მოლაპარაკებებში ისეთი შეცდომები არ დაუშვებს, რომელიც თავის დროზე ოფიციალურმა თბილისმა დაუშვა?
- თქვენ ძალიან მტკივნეულ თემას შეეხეთ და საქართველოს თანამედროვე ისტორიის საბედისწერო მომენტი გაიხსენეთ. ამ შეთანხმებამ, თუ უფრო სწორედ ვთქვათ, მისმა დარღვევამ, რაც ჩემის აზრით ხსენებული შეთანხმების შესრულებაზე გარანტიების არ ქონით იყო განპირობებული, საქართველოს დაუჯდა სოხუმის და შემდგომში მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვად. ამას მოჰყვა სამოქალაქო ომის უბედურებები და მთლიანად ქვეყნის კოლაფსი.
მაშინ საქართველომ ძალიან დიდი საფასური გადაიხადა ამ შეცდომის გამო, რომელიც დღესაც იგრძნობა, და მოდით სიმართლე ვთქვათ, ქვეყანამ დღემდე ვერ მოიშუშა მაშინდელი იარები.
რაც შეეხება უკრაინის დღევანდელ სიტუაციას მოლაპარაკებების მხრივ - 1993 წლის საქართველოსაგან განსხვავებით, უკრაინას დღეს ზურგს უმაგრებს დასავლეთის დემოკრატიული სამყარო. ის მარტო არაა ამ ბრძოლაში და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. უკრაინის შემთხვევაში როცა შეთანხმებაზე მიდის მსჯელობა, საუბარია კონკრეტულ გარანტორ ქვეყნებზე, რომლებიც თავის მხრივ შეთანხმების ნაწილი უნდა გახდნენ.
1993 წლის საქართველოსაგან განსხვავებით, უკრაინას დღეს ზურგს უმაგრებს დასავლეთის დემოკრატიული სამყარო. ის მარტო არაა ამ ბრძოლაში და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. უკრაინის შემთხვევაში როცა შეთანხმებაზე მიდის მსჯელობა, საუბარია კონკრეტულ გარანტორ ქვეყნებზე, რომლებიც თავის მხრივ შეთანხმების ნაწილი უნდა გახდნენ
ამით აღნიშნული ქვეყნები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ შეთანხმების შესრულება, და მეტიც, უკრაინის მიმართ აგრესიის შემთხვევაში დაიცვან მისი ტერიტორია მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებით.
ამ ნაწილში, შეგვიძლია ვისაუბროთ ნატოს წესდების მე-5 მუხლთან ანალოგიაზე, რაც თავისთავად დიდ უპირატესობას მისცემს უკრაინას თავისი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეზე ასაწევად, და გლობალური უსაფრთხოების სისტემაში ჩასართავად.
სამწუხაროდ, ასეთი გარანტიები საქართველოს სოჭში არავის მხრიდან არ ჰქონდა, და მოხდა ის რაც მოხდა. ამიტომ, ვფიქრობ დღევანდელი უკრაინა გაცილებით უკეთესი პირობებით ახდენს თავისი პოზიციების დაცვას მოლაპარაკებების დროს, ვიდრე საქართველომ მოახერხა თავის დროზე. ამას რაღა თქმა უნდა, გარკვეული ახსნაც აქვს, მაგრამ ეს ვფიქრობ ცალკე საუბრის თემაა.
არარეალურად მიმაჩნია რუსეთის სამხედრო ძალებმა მთლიანად დატოვონ კიევის მიმართულება. ეს მარტივად აიხსნება იმით, რომ ამ მიმართულებაზე თავისი ყოფნით და გარკვეული აქტიურობებით, თუნდაც საარტილერიო დისტანციური სამხედრო მოქმედებებით შეზღუდონ უკრაინული ჯარების მოქმედებები. ამით რუსეთის ჯარები მოახერხებენ შეაკავონ უკრაინის ძალების გარკვეული რაოდენობა კიევის მისადგომებთან
- თვეზე მეტია უკრაინაში ომი მიმდინარეობს და მხარეებს შორის დაპირისპირების 1800 კილომეტრიან პარამეტრზე სიტუაციები სხვადასხვაგვარად იცვლება.
კარგად ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთს უკრაინაში ბლიცკრიგი ჩაუვარდა, მოსკოვმა უკრაინაში მოქმედების გეგმა ბ-ზე გადავიდა.
მათ თქვეს რომ გაჰყავთ თავისი ძალები ჩრდილოეთის მიმართულებიდან, მაგრამ სულაც არ ჩანს, რომ ეს რეალურად ასეა. ფაქტია, რომ იმ ტერიტორიებს, საიდანაც რუსეთმა თითქოს გასვლა გადაწყვიტეს, უმოწყალოდ ბომბავენ და ანადგურებენ ინფრასტრუქტურას.
დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, ახლა რუსული მხარე ახორციელებს ძალების გადაადგილება - გადაჯგუფებას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება გარდა რუსული ძალების როტაცია შევსებისა.
ბრიტანული დაზვერვის მტკიცებით, უახლოეს ხანებში დიდი ბრძოლები კიევის შემოგარენში გაიმართება.
სამხედრო ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებთან დაკავშირებით რუსეთში პუტინის მხარდამჭერი მოქალაქეების უკმაყოფილების ფონზე არაა გამორიცხული კრემლს უარი არ ჰქონდეს ნათქვამი კიევის აღებაზე, ანაც უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების განადგურებაზე.
მართლაც რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა კიევის შემოგარენში სამხედრო მოქმედებები წამოიწყოს?
- სხვადასხვა შეფასებებს ვიგებთ ამის თაობაზე. მოდით ფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ, რომელსაც ამ დროისთვის ვფლობთ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით რუსეთს ნელ ნელა გაჰყავს გარკვეული ძალები კიევის მიდამოებიდან.
ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია რომ ირპენის მიმართულებით უკრაინის საჯარისო შენაერთებმა გარკვეული ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვეს და უკუაგდეს რუსეთის მოწინავე ნაწილები. ამით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსეთს ამ ჯერზე არ ყოფნის ძალები კარგად გამაგრებული დიდი მეგაპოლისის ასაღებად.
არარეალურად მიმაჩნია რუსეთის სამხედრო ძალებმა მთლიანად დატოვონ კიევის მიმართულება. ეს მარტივად აიხსნება იმით, რომ ამ მიმართულებაზე თავისი ყოფნით და გარკვეული აქტიურობებით, თუნდაც საარტილერიო დისტანციური სამხედრო მოქმედებებით შეზღუდონ უკრაინული ჯარების მოქმედებები. ამით რუსეთის ჯარები მოახერხებენ შეაკავონ უკრაინის ძალების გარკვეული რაოდენობა კიევის მისადგომებთან.
სავარაუდოდ რუსული ჯარების ქვედანაყოფები გადაჯგუფებას მოახდენენ ჩრდილოეთი მიმართულებიდან სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, სადაც ახლო მომავალში დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი
ამის მტკიცება კიდევ შესაძლებელია იმ ფაქტით რომ ბოლო მონაცემებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს შექმნილი საომარი ვითარება მოითხოვს უკრაინის მხრიდან დამატებითი საჯარისო დანაყოფების გადასროლას ქვეყნის სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.
რაც შეეხება ზელენსკის გადაყენებას, შეპყრობას და განადგურებას. ამის მცდელობები როგორც ჩანს, კიდევ იქნება, გამომდინარე გავრცელებული ინფორმაციით რომელიც ეხება მრავალჯერად მცდელობებს მისი ფიზიკური განადგურებისა.
აქვე აღსანიშნავია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების მოწყობის მცდელობები. ეს კეთდება იმისათვის რომ ადგილობრივი მოსახლეობა მიაჩვიონ აზრს, რომ უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუციები ამ ტერიტორიებზე აღარ დაბრუნდება. ეს ფაქტობრივად ნიშნავს ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების ცვლილებას.
- ბრიტანული დაზვერვის მტკიცებით, უახლოეს ხანებში დიდი ბრძოლები კიევის შემოგარენში გაიმართება.
დამკვირვებელთა მეორე ნაწილი თვლის, რომ რადგან კრემლმა განაცხადა, რომ მისი მიზანი ახლა დონბასია, აღიარებული აქვს დნრ-სა და ლნგ-ის რესპუბლიკები. რადგან მოსკოვი დღეისათვის დონბასის მხოლოდ 1/3-ს აკონტროლებს, მისი ამოცანაა სრულად დაამყაროს კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, უკრაინასა და რუსეთს შორის გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ დონბასის მიმართულებაზე გაიმართება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინაში უკრაინა-რუსეთს შორის მთავარი სამხედრო დაპირისპირება სწორედ დონბასში შედგეს, ან კრემლმა კიევის შემოგარენსა და დონბასის მიმართულებაზე მოქმედებები ერთდროულად დაიწყოს?
- ვიდრედ ამ კითხვას ვუპასუხებ, ალბათ მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ ზოგადი საომარი მდგომარეობა. სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია.
არის ტაქტიკური შეტევების ცალკეული მაგალითები უკრაინელების მხრიდან. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქების მაგალითზე, სადაც რამდენიმე დასახლებული პუნქტი განთავისუფლდა საოკუპაციო ძალებისგან. ამავდროულად მძიმე ვითარებაა დონბასის რეგიონში და ალყაში მყოფ მარიუპოლში, სადაც რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.
როგორც ჩანს, საომარი მოქმედებების ეპიცენტრი ნელ-ნელა გადაინაცვლებს სამხრეთით, ნიკოლაევის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა, და დონბასის რეგიონისკენ. ამას ამყარებს რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილის გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი რუდსკოის 25 მარტის განცხადება, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიზანია დონბასის „სახალხო რესპუბლიკების“ დაცვა.
ამ განცხადებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ რუსული ჯარების ქვედანაყოფები გადაჯგუფებას მოახდენენ ჩრდილოეთი მიმართულებიდან სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, სადაც ახლო მომავალში დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი.
სტრატეგიული შეცდომების, ტაქტიკური სვლებით შესწორება შეუძლებელია. მაგრამ, მიუხედავად ამ მრავალსაუკუნოვანი ჭეშმარიტებისა, რუსეთი სწორედ ამას ცდილობს. რამდენად გამოუვა, ეს მომავალში გამოჩნდება
რუსეთისთვის დონბასის „სახალხო რესპუბლიკები“ სამხედრო ამოცანის გარდა პოლიტიკური საკითხიცაა, რადგან რუსეთს მათი „დამოუკიდებლობა“ აქვს აღიარებული და „ფორმალურად ვალდებულია“ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება
ჩემის აზრით, ასეთ გადაადგილებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. უპირველეს ყოვლისა რუსეთის საჯარისო შენაერთებმა ვერ მოახერხეს სწრაფად კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის და სუმის მთლიანი ბლოკირება და აღება. ხანგრძლივი მოქმედებებისთვის, თან ურბანულ გარემოში, რუსეთი, როგორც ჩანს მზად არ იყო.
ამიტომაც ოპერატიული თვალსაზრისით გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ხსენებულ მიმართულებებზე რუსეთის იქ არსებულ საჯარისო შენაერთებს ძალიან გაუჭირდებოდათ.
გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით რუსეთის მხარემ განიცადა სერიოზული ზარალი როგორც ცოცხალი ძალის, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების თვალსაზრისით.
ყოველივე ამან, როგორც ჩანს, განაპირობა აქტიური ფრონტის ხაზის შემჭიდროება და შედეგად საომარი კამპანიის აქცენტის გადატანა სხვა მიმართულებებზე, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება რუსეთისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები რეალობის შექმნა.
მეტ-ნაკლებად ამ შემთხვევაში ნიშნავს ახალი ამოცანების დასახვას არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ეს თავისთავად ნაწილობრივ წარუმატებლობას ნიშნავს. ცნობილია, რომ სტრატეგიული შეცდომების, ტაქტიკური სვლებით შესწორება შეუძლებელია. მაგრამ, მიუხედავად ამ მრავალსაუკუნოვანი ჭეშმარიტებისა, რუსეთი სწორედ ამას ცდილობს. რამდენად გამოუვა, ეს მომავალში გამოჩნდება.
ვფიქრობ, ძირითადი საომარი მოქმედებები გადაინაცვლებს დონბასის მიმართულებებზე, და ჩვენ სავარაუდოდ მოწმენი გავხდებით ძალიან მძიმე ბრძოლების
ჩემის აზრით, რუსეთი შეეცდება თავისი პირველადი გეგმის ნაწილობრივ შესრულებას, და მისთვის ყველა არსებული რეზერვების კონცენტრირებულად გამოყენებას. როგორც ჩანს, აღნიშნული გეგმა ითვალისწინებდა დონბასის „სახალხო რესპუბლიკების“ ადმინისტრაციული საზღვრებზე გასვლას, მარიუპოლის მთლიანად აღებას, ყირიმისკენ სახმელეთო დერეფნისა და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპაციის განმტკიცებას.
ყველივე ხსენებულს რა თქმა უნდა თავისი მნიშვნელობა გააჩნია. რუსეთისთვის დონბასის „სახალხო რესპუბლიკები“ სამხედრო ამოცანის გარდა პოლიტიკური საკითხიცაა, რადგან რუსეთს მათი „დამოუკიდებლობა“ აქვს აღიარებული და „ფორმალურად ვალდებულია“ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ხსენებული შეიარაღების გადაცემის ვადები, ხოლო მეორე მხრივ უკრაინელი სამხედროების მიერ აღნიშნული შეიარაღების სწრაფად ათვისების უნარი. ამ კომპლექსურ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული ბრძოლის ველზე საომარ მოქმედებებში მკვეთრი გარდატეხის შეტანის შესაძლებლობა
მარიუპოლის აღებასაც დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო თვის განმავლობაში ის იქცა უკრაინელი ხალხის უდრეკი წინააღმდეგობის სიმბოლოდ. ყირიმისკენ გაჭრილი სახმელეთო დერეფნის შენარჩუნება, რაღა თქმა უნდა, სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ნახევარკუნძულის მომარაგების თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა სამხედრო ტვირთებით.
რაც შეეხება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს, ეს ტერიტორია რუსეთს სავარაუდოდ სჭირდება უწინარესად როგორც ბუნებრივი ბუფერული ზონა ყირიმთან და აზოვის ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროს მისადგომების დასაცავად. გარდა ამისა, კახოვკას წყალსაცავიდან ყირიმის წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის. აქვე აღსანიშნავია რომ ხსენებულ ტერიტორიაზე განლაგებულია ზაპორიჟიეს ატომური ელექტრო სადგური, რომელიც შეიძლება გახდეს შანტაჟის საგანი რუსეთს მხრიდან.
ვფიქრობ, ძირითადი საომარი მოქმედებები გადაინაცვლებს დონბასის მიმართულებებზე, და ჩვენ სავარაუდოდ მოწმენი გავხდებით ძალიან მძიმე ბრძოლების.
გამოაშკარავდა რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ძალიან დიდი ჩამორჩენა დასავლეთთან მიმართებაში და ეს სცდება მხოლოდ უკრაინის საომარ თეატრს. აღნიშნული რუსეთის გლობალური პოზიციონირებისათვის არის ძალიან დიდი დარტყმა. რუსეთის სამხედრო-ტექნოლოგიური ჩამორჩენა ყველასათვის თვალსაჩინო გახდა
ზოგადი თვალსაზრისით, სტრატეგიული მიზნების შეცვლა საომარი კამპანიის დროს, აშკარად მიუთითებს წარუმატებლობაზე, და შესაბამისად წინასწარ დაგეგმილი ამოცანების ჩაშლაზე.
- სამხედრო ექსპერტთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ აშშ და ევროპული ქვეყნები კი გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას.
ბევრი თვლის, რომ არც ვაშინგტონი და არც ნატოს წევრები არ ელოდნენ რომ რუსულ აგრესიას თანამედროვე ტექნიკის არმქონე უკრაინა ვერ გაუძლებდა და კიევი დაეცემოდა, მაგრამ ასე რომ არ მოხდა, ესეც იმის გამო, რომ აშშ-მ და ნატოს სხვა წევრებმა მიაწოდეს იარაღი.
ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ აშშ-სა და ნატოს ევროპულ ქვეყნებს აქვთ შანსი გამოასწორონ უკრაინასთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომები და კიევს მიაწოდონ იმ ტიპის იარაღი, რომელიც მას თუნდაც დონბასში რუსეთთან დაპირისპირების დროს დაეხმარება წარმატებით დაიცვას თავისი ტერიტორიები რუსული ოკუპაციისგან.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ვაშინგტონმა და ნატოს დიდმა ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინას მიაწოდონ იმ ტიპის იარაღი, რომელიც მას დონბასში რუსული აგრესიისაგან დაიცვას?
- დასავლეთი აქტიურად აწვდის იარაღს უკრაინას, და ამით მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს. იარაღის მიწოდების მასშტაბებზე და ხარისხზე შეგვიძლია მხოლოდ შესაბამისი ოფიციალური პირების მონაცემებით ვიმსჯელოთ. გარდა ამისა იმ ინფორმაციით თუ რამდენი და რა სახის შეიარაღების განადგურება შეძლო უკრაინის სამხედრო ძალებმა ბოლო დროს.
ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის საშუალო რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების მიწოდება, რომელიც უკვე ხორციელდება და არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების აღნიშნული იარაღით აღჭურვა და გადამზადების პროცესი. ეს სავარაუდოდ მნიშვნელოვნად აამაღლებს ფრონტის ხაზზე განლაგებული საველე ქვედანაყოფების დაცულობას რუსეთის ავიაციისგან.
გარდა ამისა გერმანიამ გამოთქვა მზაობა უკრაინის მძიმე შეიარაღებით მომარაგების თაობაზე. ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის მძიმე შეიარაღებაზეა საუბარი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გერმანული იარაღის ხარისხს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ასეთი დახმარება მნიშვნელოვანი იქნება დონბასში შესაძლო მასშტაბური შეტაკებების კონტექსტში.
ეკონომიკური თვალსაზრისით, სანქციების სიმძიმე უკვე აისახა ქვეყნის ბიზნეს ელიტაზე, საბანკო სისტემაზე და დიდ სახელმწიფო კორპორაციებზე. მათი ჯამური პირველადი პირდაპირი ზარალი - გაყინული ანგარიშები, ჩაკეტილი ბაზრები, ჩამორთმეული ქონება და ა.შ. სხვადასხვა მონაცემებით 600-700 მილიარდ აშშ დოლარს შეიძლება აღწევდეს. ამას რასაკვირველია ემატება ომის საჭიროებებზე დახარჯული თანხები, რომელიც სავარაუდოდ უზარმაზარ ხარჯებზე ადის დღეის მდგომარეობით
ასევე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისათვის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემა რომლებსაც მოქმედების დიდი რადიუსი აქვთ და გახლავთ თვითგანადგურებადი მფრინავი ჭურვი. ასეთ იარაღს შეუძლია როგორც ჯავშანტექნიკის ასევე საცეცხლე წერტილების განადგურება საკმაოდ დიდ მანძილზე. ასეთი თანამედროვე იარაღს უდავოდ შეუძლია ბრძოლის ველზე გარდატეხის შეტანა.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ხსენებული შეიარაღების გადაცემის ვადები, ხოლო მეორე მხრივ უკრაინელი სამხედროების მიერ აღნიშნული შეიარაღების სწრაფად ათვისების უნარი. ამ კომპლექსურ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული ბრძოლის ველზე საომარ მოქმედებებში მკვეთრი გარდატეხის შეტანის შესაძლებლობა.
- ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე დაპირისპირება რომ არაა, 24 თებერვალს უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებამაც დაგვარწმუნა. უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთს იმ სახის და იმ ტიპის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული, რომელიც აქამდე არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია.
ვხედავთ, რომ ჩინეთი სანქციების გვერდის ავლით რუსეთის დახმარებაზე ფეხს ითრევს. გასაკვირი არაცაა, რადგან მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები აშშ და ევროკავშირია. რაც შეეხება ირანს. ირანმა უარი თქვა გააგრძელოს მუშაობა ბირთვულ იარაღზე, რის სანაცვლოდ მას მიეცემა მისი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანის საშუალება. ასეთ ვითარებაში ნაკლებადსავარაუდოა, ამ საქმეში მოსკოვს თეირანი დაეხმაროს.
რადგან ბევრი თვლის, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს არა მხოლოდ შეიარაღებულ უკრაინას, არამედ, პირველ რიგში, სანქციებს, კითხვას ასე დავსვამ - რა გავლენა შეიძლება მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე იმან, რომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციებია დაწესებული?
- საქმე მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებზეც არაა. ჩემის აზრით, ყურადღება უფრო გასამახვილებელია რუსეთის სახელმწიფოს მიმართ სანქცირებაზე, რომელიც ზოგადად მის ფუნქციონირებაზე ზეგავლენას მოახდენს. დასავლეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ცხადია უპირველეს ყოვლისა რუსეთის ხელმძღვანელობაში სავარაუდოდ დაძაბულ ვითარებას შექმნის.
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთში შექმნილი ვითარება არაერთგვაროვანია. აღნიშნული ეხება როგორც სამხედრო საკითხებს, ასევე ეკონომიკურ სანქციებს და გარე, თუ შიდა პოლიტიკურ განზომილებასაც.
სამხედრო წარუმატებლობაზე ბევრი ითქვა და ჩვენც შევეხეთ მოკლედ ამ საკითხს. მაგრამ, დამატებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოაშკარავდა რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ძალიან დიდი ჩამორჩენა დასავლეთთან მიმართებაში და ეს სცდება მხოლოდ უკრაინის საომარ თეატრს. აღნიშნული რუსეთის გლობალური პოზიციონირებისათვის არის ძალიან დიდი დარტყმა. რუსეთის სამხედრო-ტექნოლოგიური ჩამორჩენა ყველასათვის თვალსაჩინო გახდა.
ამ პროცესებზე იქნება დამოკიდებული როგორც უკრაინაში ომის დასრულების ბედი, ასევე რუსეთის შიდაპოლიტიკური მდგომარეობის განვითარება და საგარეო პოლიტიკური სტაბილურობა
ჩამორჩენის აღმოფხვრის რესურსზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება, თუნდაც განადგურებული ტექნიკის აღდგენის და უკრაინასთან ომამდელი დონის მიღწევასაც კი წლები დასჭირდება.
გარდა ამისა არაფერს ვამბობ ახალი სისტემების დანერგვაზე, რადგან ეკონომიკური სანქციების პირობებში აღნიშნული ძნელად წარმოსადგენია. გარდა ზემოთქმულისა ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის შეიარაღების გაყიდვები საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად დაეცემა, რაც რუსეთის სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებისათვის პოტენციურად ძალიან დიდ დარტყმას წარმოადგენს.
ეკონომიკური თვალსაზრისით, სანქციების სიმძიმე უკვე აისახა ქვეყნის ბიზნეს ელიტაზე, საბანკო სისტემაზე და დიდ სახელმწიფო კორპორაციებზე. მათი ჯამური პირველადი პირდაპირი ზარალი - გაყინული ანგარიშები, ჩაკეტილი ბაზრები, ჩამორთმეული ქონება და ა.შ. სხვადასხვა მონაცემებით 600-700 მილიარდ აშშ დოლარს შეიძლება აღწევდეს. ამას რასაკვირველია ემატება ომის საჭიროებებზე დახარჯული თანხები, რომელიც სავარაუდოდ უზარმაზარ ხარჯებზე ადის დღეის მდგომარეობით.
შეუძლებელია უკრაინის ომმა და მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა არ მოახდინოს გავლენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე
ამავდროულად უკრაინის მხარდაჭერის პაკეტი, სამხედრო დახმარების და მაკროეკონომიკური თუ პირდაპირი ფინანსური დახმარების ჩათლით დაახლოებით 20 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს. დროთა განმავლობაში ეკონომიკური წნეხი რუსეთის მოსახლეობის ფართო ფენებისათვისაც საგრძნობი გახდება.
ყოველივე ზემოთაღნიშნული ადრე თუ გვიან აისახება რუსეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. უპირველეს ყოვლისა აღწერილი ფაქტორები სავარაუდოდ გამოიწვევს მთავრობის შიგნით გადაადგილებებს, და მყისიერ საკადრო გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ბიზნესელიტის უკმაყოფილებასაც ექნება რაღაც ფორმით გამოხატულება და დიდი ალბათობით ესეც ვერ ჩაივლის უკვალოდ. რა ფორმებს მიიღებს და რისი მომასწავებელი იქნება ეს პროცესები გვიჩვენებს მხოლოდ დრო.
აღნიშნული ფაქტორები ბუნებრივად აისახება რუსეთის ზედა ეშელონებში გადაწყვეტილებების მიღებაზე, განსაკუთრებით უკრაინაში საომარი მოქმედებების და მათთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან მიმართებაში.
ხსენებული სირთულეები, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სავარაუდოდ უნდა დააკომპენსიროს კომბინირებული და ხელშესახები წარმატებით, რომელიც მიიღწევა ნაწილობრივ ბრძოლის ველზე და ნაწილობრივ მოლაპარაკებების პროცესში.
ამიტომ, ვფიქრობ, 29 მარტის მოლაპარაკებების წინასწარი შედეგების შეფასება ჯერ ნაადრევია და კარგად უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ე.წ. დეესკალაციას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებაზე, რისი ეჭვი ზოგმა სამხედრო ექსპერტმა უკვე გამოთქვა, და მეორე, დონბასის რეგიონში საომარი მოქმედებების ესკალაციის პერსპექტივას.
ამ პროცესებზე იქნება დამოკიდებული როგორც უკრაინაში ომის დასრულების ბედი, ასევე რუსეთის შიდაპოლიტიკური მდგომარეობის განვითარება და საგარეო პოლიტიკური სტაბილურობა.
ვითარება აშკარად იცვლება, თან ისე, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა სწორად დაგეგმილი და მოზომილი ნაბიჯებით, მიაღწიოს რუსეთის მხრიდან, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არსებული საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ 6-პუნქტიან შეთანხმების შესრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის სამხედრო ძალებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია
- უკვე ცნობილია, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას, რომლის შემდეგაც კრემლი მიიერთებს საქართველოს ოკუპირებულ ამ რეგიონს. ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება 10 აპრილსაა დაგეგმილი.
ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამ ნაბიჯით პუტინი აპირებს უკრაინაში მარცხის საქართველოში კომპენსირებას. ახლა როცა მოსკოვი უკრაინაში მისთვის უმნიშვნელოვანეს ომში ჩართული უკრაინასთან, თქვენ როგორ შეაფასებდით ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით კრემლის ნაბიჯებს? და თუ მართლაც ასე მოხდა, თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ?
- დღეისთვის არსებული მდგომარეობით არაფერია გამორიცხული. მით უმეტეს როცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება მერამდენეჯერ აცხადებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობაზე. რამდენად აწყობს ეს პროცესი კრემლს თან არსებულ ვითარებაში ძნელი სათქმელია. ესეც ალბათ უკრაინაში საომარი მოქმედებებით იქნება განპირობებული და დონბასის „სახალხო რესპუბლიკების“ ბედთან. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველომ თავისი დამოკიდებულება მკვეთრად და ხმამაღლა დააფიქსიროს ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დონეზე.
რუსეთისთვის, ყირიმის მერე, ეს კიდევ ერთი პრეცედენტი იქნება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიის. ამით რუსეთი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება არსებულ საერთაშორისო სისტემას.
აღნიშნულ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, არავინ აღიარებს, მაგრამ ეს იქნება არსებული პრობლემის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც სამომავლოდ ხიფათის შემცველი იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის. ადრე თუ გვიან ქართულ სახელმწიფოს მოუწევს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, და რა დაგვიჯდება ეს პროცესი უცნობია.
გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან ასეთი პირდაპირ ვთქვათ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა აბსოლუტურად ფარდას ახდის იმ თეორიულ მსჯელობასაც კი, რომ საქართველოს მასთან რამენაირი ახლო, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები შეიძლება ჰქონდეს.
ყოველივე ეს ჩემის აზრით რუსეთისთვის არარაციონალურად მიმაჩნია, თუმცა ვვარაუდობ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მიმართ ასეთი ნაბიჯის გადადგმის ალბათობა მაღალია.
შეუძლებელია უკრაინის ომმა და მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა არ მოახდინოს გავლენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
პრიორიტეტული უნდა იყოს დასავლეთთან თანმიმდევრული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება, ყველა სფეროში. ასეთი ურთიერთობები უნდა გახდეს საწინდარი დასავლეთთან ინტეგრაციული პროცესებისა, არა მარტო ევროპული და ევრი-ატლანტიკური თვალსაზრისით არამედ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების თვალსაზრისითაც
ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე ვადევნებთ თვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც უკრაინის მიმართულებით. გარდა ამისა ადგილობრივი მოსახლეობისგან შექმნილი მოხალისე რაზმებიც წაიყვანეს უკრაინაში საომრად. ეს ბევრის მანიშნებელია.
უნდა ვივარაუდოთ დიდი დანაკარგების კვალობაზე რუსეთის სამხედრო ძალები ვერ მოახერხებენ ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის იგივე დონის სამხედრო კონტროლს როგორც ეს იყო უკრაინასთან ომამდე.
გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადება, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის საფინანსო დახმარების მკვეთრ შეკვეცაზე არსებული სანქციების პირობებში. აღნიშნული, გახლავთ ზოგადი საფუძველი ვივარაუდოთ ოკუპირებული ტერიტორიების პრიორიტეტულობის კლებაზე რუსეთისთვის.
ამავდროულად, უკრაინის კრიზისის და მისი შესაძლო მოგვარების მთავარი იმპლიკაცია შესაძლებელია იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება რუსეთის მიმართ, მისი საზღვრების გასწვრივ მეზობელ ქვეყნებში რუსეთის მხრიდან არეულობისა და არასტაბილურობის ზოლის შექმნის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნული პროცესის განვითარების შემთხვევაში, და არსებული პრობლემების მოგვარების კონტექსტში რუსეთს შესაძლებელია მოეთხოვოს თავისივე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.
სამწუხაროდ აქამდე მსგავსი მექანიზმი და ზეწოლა რუსეთის მიმართ არასოდეს განხორციელებულა და არ სცდებოდა განცხადებების დონეს.
ამჟამად ვითარება აშკარად იცვლება, თან ისე, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა სწორად დაგეგმილი და მოზომილი ნაბიჯებით, მიაღწიოს რუსეთის მხრიდან, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არსებული საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ 6-პუნქტიან შეთანხმების შესრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის სამხედრო ძალებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია.
პოლიტიკურ ასპარეზზე, ნათლად გამოჩნდა რომ რუსეთი არსებული საერთაშორისო სტრუქტურის აყირავების ძირითადი ფაქტორია. ამიტომ ყველა მიმართულებით იკვეთება მისი შეკავების პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. რაში იქნება აღნიშნული გამოკვეთილი, ამაზე ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი
რა თქმა უნდა, საქართველოს მარტო გაუჭირდება ამ ამოცანის შესრულება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დღეს არსებულ რეალიებს, შესაძლებელია უკრაინის კრიზისის ფართომასშტაბიან მოგვარების ფონზე გამართულ საუბრებში ნახსენები იყოს 15 წლის წინ რუსეთის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებები. აღნიშნული საკითხი უდავოდ სასწრაფოდ წინა პლანზეა გამოსატანი ყველა შესაძლო დონეზე, რადგან ხელახლა დაიწყოს ხსენებული დოკუმენტის შესრულების აუცილებლობაზე სერიოზული მსჯელობა.
გარდა ამისა უკრაინასთან დაკავშირებული კონტექსტი ბევრ გაკვეთილს გვთავაზობს. რა თქმა უნდა ეს გაცილებით ღრმა ანალიზის საგანია, მაგრამ რამდენიმე საკითხზე მინდა შევჩერდე.
უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ძლიერი ჯარის ჩამოყალიბების აუცილებლობას. ჯარის სიძლიერე არ უნდა შეფასდეს მხოლოდ ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობით, არა მედ ქვეყნის საჭიროებებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
ასევე ჯარი უნდა აღიჭურვოს თანამედროვე იარაღით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარ დანაკარგებს და ზრდის საბრძოლო ქვედანაყოფების ეფექტურობას. გარდა ამისა მნიშვნელოვანია აგრეთვე გამართული და თანამედროვე სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა.
ასევე პრიორიტეტული უნდა იყოს დასავლეთთან თანმიმდევრული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება, ყველა სფეროში. ასეთი ურთიერთობები უნდა გახდეს საწინდარი დასავლეთთან ინტეგრაციული პროცესებისა, არა მარტო ევროპული და ევრო-ატლანტიკური თვალსაზრისით არამედ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების თვალსაზრისითაც.
როგორც ჩანს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით შექმნილი ალიანსები, მოწოდებული იქნებიან გადაწყვიტონ რეგიონულ ჭრილში არსებული სტრატეგიული ამოცანები. ამავდროულად წარმოადგენენ შეკავების ქმედით მექანიზმს უფრო დიდი მოთამაშეების მიმართ, როგორიცაა მაგალითად რუსეთის ფედერაცია
ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ - უკრაინაში მიმდინარე პროცესები იწვევს საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის და გლობალური უსაფრთხოების სტრუქტურის ცვლილებას. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას, რომელსაც საქართველო გაძლიერებული პოზიციებით უნდა შეხვდეს.
- თქვენ ახსენეთ გლობალური იმპლიკაციები, რომელზეც უკრაინაში გაჩაღებული ომი ახდენს ზეგავლენას. თქვენი აზრით, რა ცვლილებებს გამოიწვევს უკრაინის კრიზისი? რა გავლენა ექნება ამ პროცესებს რეგიონზე, რუსეთზე და შესაძლებელია საერთაშორისო სისტემაზე?
- უკრაინის კრიზისს, რომელიც მოიცავს ბევრ ასპექტს და რომელიც დაიწყო 2014 წელს, აქვს დიდი გავლენა გლობალური უსაფრთხოების სისტემაზე და სავარაუდოდ უკვე იწვევს მის ცვლილებას. ეს ბევრ ასპექტში გამოაშკარავდა. ნათლად გამოჩნდა სამხედრო ძალების მოდერნიზაციის და სათანადოდ დაფინანსების აუცილებლობა ბევრი საერთაშორისო მოთამაშის მხრიდან.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის აგრესიამ უკრაინაში გამოააშკარავა დასავლეთ ევროპის არაჯანსაღი ენერგოდამოკიდებულება არასტაბილურ ქვეყანასთან, რომელიც ამ დამოკიდებულებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. რასაკვირველია, ამან თავის მხრივ მძაფრად დააყენა ენერგო რესურსების მოწოდების დივერსიფიკაციისა და გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობის საკითხები.
აღსანიშნავია ნატოს ჯარების გაზრდილი კონტინგენტის განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში. არსებული პროცესი სერიოზულად ცვლის ძალთა ბალანსს ევროპულ კონტინენტზე, რაც სავარაუდოდ მიუთითებს საფრთხეების ხელახლა გააზრებაზე და მათ წინააღმდეგ ახალი უფრო ქმედითი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე.
პოლიტიკურ ასპარეზზე, ნათლად გამოჩნდა რომ რუსეთი არსებული საერთაშორისო სტრუქტურის აყირავების ძირითადი ფაქტორია. ამიტომ ყველა მიმართულებით იკვეთება მისი შეკავების პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. რაში იქნება აღნიშნული გამოკვეთილი, ამაზე ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი.
ხსენებულ პროცესს შეიძლება თან ახლდეს პოზიტიური მომენტებიც. ეს უპირველეს ყოვლისა შეეხება არსებული კონფლიქტების მოგვარების ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებას, რომელმაც, შესაძლოა, თავის მხრივ განგრძობად მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში
ასეთი შეკავების პოლიტიკა შეიძლება ითვალისწინებდეს როგორც ბირთვული შეკავების კარგად ნაცნობ ძველი სისტემის ასპექტებს, ასევე ეკონომიკურ ფაქტორებს, ემბარგოსა და სანქციების გამოყენებით, სხვა შესაძლო ნაბიჯები რომელიც მკვეთრად შეზღუდავს რუსეთის პოტენციურად ნეგატიურ გავლენას გლობალურ პროცესებში, აგრეთვე პირობითობის პრინციპის შემოღებას სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში და ა.შ.
უკრაინის კრიზისის გადაჭრის პროცესში პოტენციური გარანტორი სახელმწიფოების მონაწილეობა, სავარაუდოდ წარმოადგენს რუსეთის შეკავების და ამ პროცესის გაკონტროლების ერთ-ერთ მექანიზმს და მოდელს, პოტენციური შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით. როგორც ჩანს, აღნიშნული პროცესი ბუნებრივად აძლიერებს არსებულ დასავლური ორიენტაციის სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსებს, უპირველეს ყოვლისა ნატო-ს.
ამავდროულად გზას უხსნის ნატო-ს ცალკეული წევრების მონაწილეობით ორმხრივი, ან/და მრავალმხრივი ახალი კავშირების ჩამოყალიბებას. ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენ მომსწრენი ვართ კავკასია-შავი ზღვის რეგიონში თურქეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირისა, და უკვე გაცხადებული და ხელმოწერილი ალიანსისა დიდ ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინას შორის.
როგორც ჩანს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით შექმნილი ალიანსები, მოწოდებული იქნებიან გადაწყვიტონ რეგიონულ ჭრილში არსებული სტრატეგიული ამოცანები. ამავდროულად წარმოადგენენ შეკავების ქმედით მექანიზმს უფრო დიდი მოთამაშეების მიმართ, როგორიცაა მაგალითად რუსეთის ფედერაცია.
ამავე კონტექსტიდან გამომდინარე შეგვიძლია გავიხსენოთ სხვა, უფრო ძველი, მაგრამ ძალიან მდგრადი და შედეგიანი სტრატეგიული კავშირები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობები, იაპონიასთან, ტაივანთან, ისრაელთან, სამხრეთ კორეასთან და ა.შ. ასეთმა კავშირებმა უზრუნველყო რეგიონული სტაბილურობა და ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნება, ისევე როგორც პასუხობს შეკავების ამოცანებს რეგიონულ ჭრილში.
ასეთი კონფიგურაციები სავსებით შესაძლებელია მეტად ქმედითი და მყარი აღმოჩნდეს საქართველოსათვისაც. რა თქმა უნდა აღნიშნულ პროცესს ჩვენს რეგიონში დასჭირდება დრო, შესაბამისი ალიანსების და კავშირების დასამყარებლად. თუმცა არსებული ტენდენციები ცხადყოფს, რომ ჩვენ ვართ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მომსწრენი. პრეზიდენტს ბაიდენს თუ დავუჯერებთ, ამ პროცესში ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება წამყვანი როლი.
ხსენებულ პროცესს შეიძლება თან ახლდეს პოზიტიური მომენტებიც. ეს უპირველეს ყოვლისა შეეხება არსებული კონფლიქტების მოგვარების ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებას, რომელმაც, შესაძლოა, თავის მხრივ განგრძობად მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























