სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები სრულდება

სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები სრულდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მარნეულის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერეს, სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებზე დეტალურად ისაუბრეს.

„სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებს შპს „სერვისი“ ახორციელებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და 397 887.37 ლარს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია სასმელი წყლის მაგისტრალის გაყვანა, შიდა დაქსელვა და ინდივიდუალური გამრიცხველიანება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.