ქუთაისში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამის ახალი პროექტები დაიწყო

ქუთაისის მერიაში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022"-ის გამარჯვებული პროექტების ავტორებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთან, ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა.

"ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში უკვე ათეულობით პროექტი იქნა ქუთაისის მერიის მიერ დაფინასებული. უამრავი ახალი იდეა იქცა რეალობად. ეს იდეები გამოადგება ჩვენს ქალაქს, ჩვენს ახალგაზრდებს. დღეს გამარჯვებული პროექტების ავტორებს შევხვდით. პროექტების ხარისხი და მრავალფეროვნება მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიდია ამ პროგრამით დაინტერესება. ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ გავზარდოთ როგორც დაფინასება, ასევე პროგრამის მასშტაბები, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და გამოადგეს ჩვენს ქალაქს", - ამის შესახებ იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა