ირაკლი შატაკიშვილი - მხარი დავუჭირე ყველა იმ პროექტს და ინიციატივას, რომელიც დაგეგმილია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ გუნდის ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით განხორციელდება

რუსთავი-გარდაბნის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, არჩევნებზე მან მხარდაჭერა გამოუცხადა რუსთავში თანამოქალაქეებს, ასევე გარდაბნის ისტორიული სოფლების წარმომადგენლებს და დაწყებულ ყველა იმ პროექტს, რომელსაც მანდატის მოპოვებისთანავე მის გუნდთან ერთად განახორციელებს.
„მხარი დავუჭირე ყველა იმ პროექტს და ინიციატივას, რომელიც დაგეგმილია, აქტიურადაა წარმოდგენილი მიმდინარე პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის ერთობლივი ძალისხმევით წარმატებით განხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა ჩემს ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გავაცანი და მანდატის მოპოვებისთანავე ყველაფერს განვახორციელებთ. არ მინდა აგიტაციაში ჩამეთვალოს, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივები ძირითადად დაკავშირებულია რუსთავში ეკოლოგიურ პროექტებთან“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი" ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.

























