იაპონიის საელჩოს დახმარებით, ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ხახალეიშვილის ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისში საკურას ხეივანი გაშენდება

ქუთაისში, დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლის მიმდებარედ, საკურას ხეივანი გაშენდება. ამ მიზნით ადგილზე დღეს რამდენიმე ათეული ნერგი დარგეს.

ღონისძიებას საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა მეუღლესთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მხარის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.

როგორც ელჩმა განაცხადა, ხეივნის გაშენება ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ხახალეიშვილის ხსოვნას, ასევე საქართველო-იაპონიის მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელს ეძღვნება.

„დღევანდელი ღონისძიება ბატონი დავით ხახალეიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, საკურას ხეების დარგვით აღინიშნა. ის ძალიან წარმატებული სპორტსმენი იყო. მას ჰყავდა ძალიან ბევრი მეგობარი იაპონიაში და სიმბოლურად, ეს ღონისძიება ეძღვნება საქართველო-იაპონიის მეგობრობის გაძლიერებას და ის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულე გავიარეთ ერთად. იაპონია ეხმარება საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, განვითარების სხვადასხვა ასპექტებში. იაპონელები საკურას ყვავილობას, მის გარდამავალ ბუნებას, სიცოცხლის ხანმოკლეობას, მის ძვირფასობას უკავშირებენ, ამის გამო, საკურას ხეებს ხშირად რგავენ მიცვალებულთა სულების სიმბოლოდ, შესაბამისად, დღეს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ეს ხეები დაირგვება როგორც იაპონელი, ასევე ქართველი ხალხის სოლიდარობის გრძნობით უკრაინელებისადმი, რომლებიც ომის ამ ტრაგიკულ შედეგებს თავის თავზე იღებენ“, - განაცხადა ელჩმა.

ხეივანი იაპონიის საელჩოს და ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოეწყო. ქუთაისის მერის განცხადებით, იდეა ოლიმპიურ ჩემპიონს ეკუთვნოდა და ის წლების შემდეგ განხორციელდა.

„დღეს, იაპონიის ელჩთან იმამურა აკირასთან ერთად ქუთაისში, საკურას ნერგები დავრგეთ. ეს იდეა ეკუთვნოდა ჩვენს თანაქალაქელს, ოლიმპიურ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს. იაპონიის საელჩომ მხარი დაგვიჭირა ამ იდეის განხორციელებაში. საკურას ხეივანი, რომელიც დღეიდან გვექნება ქუთაისში, დათოს ხსოვნას და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ეძღვნება“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა