გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.

ბოტკოველის თქმით, ადგილი ჰქონდა როგორც ტექნიკურ პრობლემას, ასევე ამომრჩევლის მხრიდან ორი ბიულეტენის გამოყენებას. აღნიშნულ უბანზე რეგისტრაციის ერთ-ერთი მანქანა გათიშულია.

„89-ე უბანი „ქართული ოცნებისთვის" პირდაპირი სამიზნეა, რადგან ეს სწორედ ის უბანია, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დღეების წინ მიაწერეს. ფიქრობენ, რომ ის მიწერილი ადამიანები მათზე გააკეთებენ არჩევანს. ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ისევ ისე გააგრძელებენ ტყუილებს, როგორც 10 წელი ატყუებდნენ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღეს "ოცნების ქალაქში" ცხოვრობს. რაც შეეხება დარღვევებს, დაფიქსირებულია, როგორც ტექნიკური დარღვევები, გათიშულია რეგისტრაციის ერთ-ერთი აპარატი, ასევე, დაფიქსირებულია ერთ ამომრჩეველზე ორი ბიულეტენის გაცემის ფაქტი, ამომრჩეველი ცდილობდა ორივე გაეტარებინა შესაბამის ელექტრონულ ურნაში. ყველაფერს აკეთებენ დილიდან, მობილიზებული არიან, რომ ხალხი ძალით მიიყვანონ. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, ბათუმელები არ აირჩევენ ისევ იმ ტყუილს. ის, რაზეც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, სასაცილოა, ავიწყდებათ, რომ ხელისუფლებაში არიან, მათი განცხადებები დაჩაგრული ოპოზიციის განცხადებებს გავს. ეს რას ემსახურება, არ ვიცი", - განაცხადა ბოტკოველმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“