რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მე-12 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მე-12 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის განცხადებით, მე-12 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისი თქმით, დარღვევა არცერთ უბანზე არ დაფიქსირებულა.

„არც საჩივარია დაწერილი საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე, ყველა ამომრჩეველს საშუალება ეძლევა მივიდეს და გამოხატოს ნება. ამ ეტაპზე მოსულია რუსთავის ნაწილში, ანუ მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის 84 უბანზე 19 940 ამომრჩეველი, რაც მოიცავს 18,76%-ს . გარდაბნის ნაწილში 10 თემის 33 უბანზე მოსულია 6014 ამომრჩეველი, რომელიც შეადგენს 19, 2%-ს. ჯამში, მე-12 მაჟორიტარულ ოლქში არჩევანი დაფიქსირებული აქვს 26 354 ამომრჩეველს, რაც არის 18, 82 %", - განაცხადა გაგა აფციაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე. ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა, რის გამოც მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები ჩაინიშნა.