რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 25%-ს შეადგენს

რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნები რუსთავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც აისახება იმაში, რომ არცერთი საჩივარი და განცხადება არ შესულა არც საუბნო კომისიაში და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში.
„რაც შეეხება აქტივობას, რუსთავის 84 საარჩევნო უბანზე 17:00 საათისთვის 23 317 ამომრჩეველია მოსული, რაც არის 21,94%. გარდაბანში კი 8 575 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც აქტივობის 25%-ია. ჯამში, 17:00 საათისთვის დაფიქსირებულია 31 892 ამომრჩეველი, რაც არის 22,78%“, - განაცხადა გაგა აფციაურმა.

























