ციალა შავაძე - ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქიდან, ბათუმის საარჩევნო კომისიაში 23 საჩივარი შევიდა, რომლის დიდი ნაწილი ოპოზიციის მიერ არის შედგენილი

ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქიდან, ბათუმის საარჩევნო კომისიაში 23 საჩივარი შევიდა, რომლის დიდი ნაწილი ოპოზიციის მიერ არის შედგენილი, - ამის შესახებ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 17:00 საათის მონაცემებით, 14 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 40 პროცენტი გამოცხადდა.
,,ამ ეტაპისთვის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 8 395-ს, რაც მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 40 პროცენტია. ამ დროისათვის ოლქში სულ 23 საჩივარია რეგისტრირებული. მათგან 17 საჩივარი დაარეგისტრირა ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", 2 საია-მ, 3 ,,სამართლიანმა არჩევნებმა" და ერთი მედია ორგანიზაცია ,,ოლმედიამ“. საჩივრების უმეტესობა მოიცავს პროცედურულ დარღვევებს, რამდენიმე კი ადმინისტრაციულ ჯარიმასაც ითვალისწინებს“, - განაცხადა ციალა შავაძემ.

























