ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 29 საჩივარია შესული

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 29 საჩივარია შესული

ამ დროისთვის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 29 საჩივარია შესული, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. „აღსანიშნავია, რომ არცერთ პროცედურულ ხარვეზს კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. პროცესი მიმდინარეობდა ისე, რომ არ შეფერხებულა არცერთ უბანზე ხმის მიცემა. რაც შეეხება გარდაბანს და რუსთავს, არცერთი საჩივარი ოლქში შესული არ არის. საოლქო საარჩევნო კომისიები განცხადება- საჩივრებს განიხილავენ, შეისწავლიან და 4 დღის ვადაში მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იოსელიანმა.