გიორგი კირთაძე - დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის, უამრავი ადამიანის გადაწერის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სწორი ვიყავით, როცა ამ არჩევნებზე გავედით

გიორგი კირთაძე - დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის, უამრავი ადამიანის გადაწერის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სწორი ვიყავით, როცა ამ არჩევნებზე გავედით

დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის, უამრავი ადამიანის გადაწერის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სწორი ვიყავით, რომ ამ არჩევნებზე გავედით - ბრძოლა იქნება ყველგან და ის აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კირთაძემ აღნიშნა, ბრძოლა გაგრძელდება.

„რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ. ბუნებრივია, ამის მოლოდინი გვქონდა. 14 უბანში რა ტიპის არჩევნების ჩატარება შეუძლია ბიძინა ივანიშვილის და პუტინის „ქართულ ოცნებას“, ყველამ კარგად ვიცით. მართალი ვიყავით მაშინაც, როდესაც ვთქვით, რომ გავდიოდით ამ არჩევნებზე იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდებოდა. დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის, უამრავი ადამიანის გადაწერის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სწორი ვიყავით, რომ ამ არჩევნებზე გავედით. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელი იყო და არ ვიქნებოდით მართალი არც ნუგზარ ფუტკარაძესთან, არც მის ოჯახთან, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელსაც მინდა მადლობა გადავუხადო ამ უთანასწორო ბრძოლაში შემოსვლისთვის. ბრძოლა იქნება ყველგან და ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება“,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს. როგორც ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ხმების 31%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო.