ლევან ხაბეიშვილი - ძალიან მძიმე პოლიტიკური რეალობა ელოდება "ქართულ ოცნებას", დარწმუნებული ვარ, რუსული ხელისუფლების დასრულების ავანგარდში იქნება ბათუმი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ძალიან მძიმე პოლიტიკური გაზაფხული ელოდება. მან დღეს ბათუმში ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ბრძოლა იყო უთანასწორო.

"საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ოლქი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამარჯვებული იყო, ყველამ კარგად იცის, რომ ფაქტობრივად კოლეგა მოგვიკლეს, ყველამ კარგად იცის, რომ ბათუმი არის ოპოზიციური ქალაქი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წააგო, ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ამ არჩევნებში ჩვენი გარდაცვლილი კოლეგის ოჯახის წევრი მონაწილეობდა, რომელთან ერთადაც შევედით უთანასწორო ბრძოლაში. ცხადი იყო, რომ 14 საარჩევნო უბანზე ე.წ. არჩევნები არ და ვერ ჩატარდებოდა რუსული "ოცნების" პირობებში, ჩვენ ვნახეთ ასეულობით გადმოწერილი მოქალაქე, რომლებიც წინა არჩევნებზე სხვა ოლქებში აძლევდნენ ხმებს. ცხადია, ჩვენ არც ერთ ბრძოლაზე არ ვაპირებთ უკან დახევას, სადმე დამალვას, ყველა უთანასწორო ბრძოლაში ვიქნებით რუსულ ხელისუფლებასთან. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე ძალიან მძიმე პოლიტიკური რეალობა ელოდება "ქართულ ოცნებას", დარწმუნებული ვარ, რუსული ხელისუფლების დასრულების ავანგარდში იქნება ბათუმიც. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ "ოცნება" დასრულდეს ძალიან სწრაფად, ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე მარტივი მიზეზით - ეს ხელისუფლება არის ანტისახელმწიფოებრივი, რომელმაც ფაქტობრივად ყველა სტრუქტურა და მექანიზმი ჩამოშალა, ისინი აღარც მალავენ, რომ კრემლიდან იმართებიან, მოისმინეთ მდინარაძის, დავითულიანის განცხადება და ეჭვი არც თქვენ არ შეგეპარებათ. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამარცხების ავანგარდში იქნება ბათუმიც",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს