ქუთაისის მერიამ უკრაინელ  ბავშვებს უმასპინძლა

ქუთაისის მერიამ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო მშობლებთან ერთად ქუთაისში იმყოფებიან.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვებისთვის ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გასართობი ღონისძიება მოეწყო.

ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ პატარა უკრაინელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ხოლო მათ მშობლებს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თანადგომა და მხარდაჭერა.

„უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო, ბევრი ადამიანი გახდა იძულებული დროებით დაეტოვებინა სამშობლო და თავშესაფარი მოეძებნა. ქუთაისმაც შეიფარა უკრაინის მოქალაქეები. განსაკუთრებულად რთულია ეს ვითარება ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეწვია უკრაინელი ბავშვები ბოტანიკურ ბაღში და მათ ერთი ლამაზი, მხიარული დღე ვაჩუქეთ. ქუთაისის მერიას, პირადად მე ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ამ ოჯახებთან და მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვუგვაროთ ყველა ის საკითხი, რის თაობაზეც მოგვმართავენ.

იმედი მაქვს, ომი უკრაინაში მალე დასრულდება და ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა საჭირო მიმართულებით გაგრძელდება.

„იმერეთში ომის დაწყების დღიდან დაახლოებით 200- მდე უკრაინელი ოჯახი ჩამოვიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოდ ის ყოფა უკრაინელ ოჯახებს და ბავშვებს რაშიც ისინი არიან. ზოგადად ჩვენი მთავრობა აქამდეც ყველა პლატფორმაზე აფიქსირებდა უკრაინის მიმართ გვერდით დგომას. ჰუმანიტარული დახმარებები რასაც ვაკეთებთ და ვაგროვებთ გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს