უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ტყიბულში დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
დაღუპული მეომრის პატივსაცემად ეკლესიაში მოდიან მისი მეგობრები,ნათესავები,ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დავით გობეჯიშვილს დღეს ტყიბულში დაკრძალავენ.
ცნობისთვის, დავით გობეჯიშვილი უკრაინაში ბრძოლისას მოკლეს. ის ქალაქ ირპინთან რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა.

























