"გირჩი-მეტი თავისუფლება" - ბათუმში ცოტნე კობერიძე დააკავეს

"გირჩი-მეტი თავისუფლება" - ბათუმში ცოტნე კობერიძე დააკავეს

ბათუმში "გირჩის" წევრი, საკრებულოს წევრი ცოტნე კობერიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "გირჩი-მეტი თავისუფლება" ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი ადგილსამყოფელი არ იციან.

ამასთან, "გირჩი ტვ' წერს, რომ "ცოტნე კობერიძემ ირაკლი ღარიბაშვილს მონა დაუძახა, რის შემდეგაც პოლიციამ ის დააკავა".