თბილისი-წყლულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

თბილისი-წყლულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თბილისი-წყლულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდულია - ადგილზე ამ დრომდე რჩება მეწყერის გამეორების საფრთხეც. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვითარების შესწავლისა და ოპერატიული რეაგირების მიზნით, ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. საგანგებო სიტუაციების მართვის, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს.

ადგილზე პირადად იმყოფებიან ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.