ახალი საინვესტიციო მიწის ნაკვეთი თბილისის ისტორიულ ნაწილში

ახალი საინვესტიციო მიწის ნაკვეთი თბილისის ისტორიულ ნაწილში

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ინვესტიციის განხორციელების ინტერესი ყოველთვის დიდია ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ლოკაციის სახით, პოტენციურ ინვესტორს აქვს ერთგვარი გარანტი, რომ მისი ინვესტიცია სარგებლიანი იქნება. სწორედ ამიტომ, კოლიერსმა ბაზარზე მორიგი შერჩეული მიწის ნაკვეთი გამოიტანა, რომელიც მდებარეობითა და განვითარების პოტენციალით ინვესტორების ინტერესის ობიექტია.

უძრავი ქონება დ. უზნაძის 43 ნომერში მდებარეობს და ფართობი 3,208 კვ.მ.-ს შეადგენს. აქტივზე შეთანხმებულია არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, რომელიც მიწის ნაკვეთზე საოფისე და საცხოვრებელი ფუნქციების შენობის მშენებლობას მოიაზრებს, თუმცა, შესაძლებელია ობიექტის სხვა ფუნქციებით განვითარება.

აქტივის შემოგარენი არეალი ქალაქის ისტორიულ ნაწილს მიეკუთვნება, შემოფარგლულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და გასართობი, სასტუმრო, დასასვენებელი, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საოფისე ფუნქციების მქონე ობიექტებით. უძრავი ქონებიდან 200 მეტრში მდებარეობს რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი და ერთი კილომეტრის დაშორებით, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზიდულობის წერტილები - თბილისის იუსტიციის სახლი და დედაენის ბაღი. მიწის ნაკვეთის ხელსაყრელი ლოკაციიდან გამომდინარე, მასთან წვდომა მოსახერხებელია როგორც კერძო, ასევე საჯარო სატრანსპორტო საშუალებებით.

საგულისხმოა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში შერჩეული უძრავი ქონების მიმდინარე არეალის განვითარება დადებითი ტენდენციით ხასიათდება, რაზეც ციფრებიც მეტყველებს. 2019 წლის მონაცემებით, მიმდებარე არეალში საერთაშორისო მაღალი კლასის სასტუმროს საშუალო დღიური განაკვეთი 152$-ს უტოლდებოდა; 2021 წელს B კლასის ბიზნეს ცენტრების საშუალო შეწონილი იჯარის ღირებულება 13,4$ ფიქსირდება, ხოლო პრემიუმ კლასის საცხოვრებელი ბაზრის საშუალო შეწონილმა ღირებულებამ 1550$-ს მიაღწია.

უნდა აღინიშნოს, რომ შერჩეული ქონება - უზნაძის #43 კოლიერსმა ბაზარზე იანვარში გამოიტანა. აქტივზე შეთავაზებებისა და წინადადებების მიღება კიდევ სამ თვეს გასტანს და ივნისში დასრულდება. ქალაქის ისტორიულ უბანში საინვესტიციო მიწის ნაკვეთის შეძენა შეიძლება საინტერესო იყოს ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ კომერციულად მომგებიან ახალ შესაძლებლობებს.

Investin.ge | 032 2 220 322 | contact@investin.ge

(R)