სენაკის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ადგილობრივები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

"მამაკაცი ტყირის უბანში, საცხოვრებლიდან მოშორებით, ნაკვეთში იპოვეს. მამაკაცი წლებია ტყირში ცხოვრობს, თუმცა ადგილობრივი არ არის“, - განაცხადა ტყირის რწმუნებულმა ლაშა გრიგოლიამ.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.