ფოთში ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა

ფოთში, ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა, რომელიც კლინიკა ,,ლაზიკამედის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნეიროგანვითარების ცენტრში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მომსახურების მიღება: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია. დაწესებულება, განვითარების სხვადასხვა დარღვევის (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.

„ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ახლად გახსნილი ცენტრი მოინახულა და საქმიანობის დასაწყისი მიულოცა კლინიკის თანამშრომლებს.

ფოთის მერის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა