გარდაბნის მუნიციპალიტეტში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამას გაეცნენ

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ, გარდაბანში, მუნიციპალიტეტის მერთან, მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან და ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დეტალები, მიზნობრიობა და მასში მონაწილეობის პირობები განიხილა.

გარდაბმის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ ქვემო ქართლის რეგიონში შერჩეული იჯარით გასაცემი საძოვრების საერთო ფართობი შეადგენს 6602 ჰექატარს. მათ შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (www.mepa.gov.ge) და სააგენტოს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge). ამ ეტაპზე შერჩეული საძოვრების იჯარით მისაღებად პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა დაწყებულია და 26 აპრილამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს მიიღო. ფერმერებს, რომლებიც მეცხოველეობას მისდევენ, შესაძლებლობა ეძლევათ, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა