გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის ნაწილი საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნების მოთხოვნით მორიგ აქციას მართავს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის ნაწილი 2008 წელს გაყიდული საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნების მოთხოვნით მორიგ აქციას მართავს.

სოფლის კუთვნილი 75 ჰა. საძოვარი ფართობები 2008 წელს გაიყიდა საქართველოს მოქალაქეზე, რომელმაც მალევე მიწის ფართობი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასხვისა, აღნიშნული სავარგულები გასულ წელს კიდევ ერთხელ გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ ზეღდულეთის მცხოვრებლებმა საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს. იანვარში გამართული რამდენიმედღიანი აქციის ფონზე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით სავარგულების მფლობელთან მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ამჟამინდელმა მესაკუთრემ მზადყოფნა გამოთქვა, ზეღდულეთში მდებარე სადაო ფართობის 30 ჰექტარი სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაეცა სოფლისთვის, თუმცა, სოფლის მოსახლეობის ნაწილისთვის ეს წინადადებაც მიუღებელი აღმოჩნდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ სოფელს სრულად არ დაუბრუნდება წლების წინ გასხვისებული საძოვარი ფართობები, მის ამჟამინდელ მეპატრონეს კვლავ არ მისცემენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების საშუალებას.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სოფლის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ზეღდულეთისთვის საძოვარი ფართობების დაბრუნების მოთხოვნით რამდენჯერმე გამართა საპროტესტო აქცია და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვაც სცადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო