"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კონსტანტინე კოპალიანმა გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზაზა ჭაავას, მურად დევლარიშვილს, გიორგი მაღრაძეს და გიორგი წარუაშვილს პატიმრობა ერთი წლის ვადით, გენო გერმანიშვილს, გიორგი ხეჩუაშვილს, თედო ბურდულს კი პატიმრობა 3 წლის ვადით მიესაჯათ.

მოსამართლემ ბრალდებულთა ნაწილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა გადაუკვალიფიცირა ძალადობრივ ქმედებაზე, ბრალდებულთა ნაწილი ჯგუფური ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათი ქმედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებიდან ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაზე გადააკვალიფიცირა. ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ძალადობაში ცნო დამნაშავედ.

აღნიშნული ეპიზოდი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, "ფორმულას" ფოტოგრაფის ვახტანგ ქარელისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში არაერთი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, სადაც დაკავებულების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობაა ასახული. ამასთან, პროკურატურამ არაერთი მოწმე დაკითხა, მათ შორის, სამართალდამცავები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

ბრალდებულებს ტელეკომპანიების - "ტვ პირველის", "ფორმულას", "მთავარი ახრის", "იმედის", "რუსთავი2"-ის, "რადიო თავისუფლების", "ტაულასა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობას ედავებიან.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 27 პირი დააკავეს.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე მუხლით (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალდობაში მონაწილეობა) მუხლებით წაუყენეს.

ნაწილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშორებით ჩადენილს ჯგუფურად.

რამდენიმე პირს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს 117 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილითაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფურად გენდერის ნიშნით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილს გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე 27 პირი დააკავეს, საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო