გორში „გლობალური ტური ლაზერულ სირბილში“ გაიმართა

გორმა ლაზერულ სირბილში „გლობალურ ტურს“ უმასპინძლა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა ასაკის მოზარდებმა, საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობა გარბენში მიიღეს. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

მათივე ცნობით, სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის“ თანადაფინანსებით გაიმართა.

„პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი დაინტერესება და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს ყველა ისეთ პროექტს, რომელიც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასა და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა