წედისი-ბნავისის მიმართულებით გზის მოწყობა დაიწყო

წედისი-ბნავისის მიმართულებით გზის მოწყობა დაიწყო

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხიდისთავი-ატენის გზიდან წედისი-ბნავისის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, ამ ეტაპზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

„სარეაბილიტაციო გზის გრუნტიანი და ასფალტის დაზიანებული საფარი ათეულობით წლებია პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება და რამდენიმე ადგილას რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის, ასევე მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

წედისი-ბნავისის სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 800 მეტრია.

პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.