ქალაქ ფოთში ჩარეტის ფესტივალი პირველად ჩატარდა

ქალაქ ფოთში ჩარეტის ფესტივალი პირველად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ფოთში არსებულ არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ადგილობრივ პროფესიულ, ქოლგა ორგანიზაციებსა და კულტურულ ასოციაციებს. ჩარეტის ფესტივალის მიზანია, ფოთის კულტურის სტრატეგიის შემუშავებაში მოქალაქეთა ფართო მასების ჩართულობის უზრუნველყოფა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში Poti Flea Market მოეწყო, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ფესტივალის ფარგლებში, პატარებისთვის ანიმატორების და ზღაპრის გმირების მონაწილეობით, მხიარული და გასართობი პროგრამა გაიმართა. ფესტივალის მეორე დღეს, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, ჩარეტ-სტუდიოს ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა იმუშავეს სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის თემატურ მიმართულებებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის, სამოქალაქო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

,,ევროკავშირის პროექტის EU4Culture ფარგლებში, ფოთი, საქართველოს 3 ქალაქს შორისაა, რომელმაც 30 000 ევროს გრანტი მოიპოვა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, კულტურის განვითარების სტრატეგიას მოამზადებს. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროექტის EU4Culture ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორები არიან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო