ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ძლიერი ქარის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ძლიერი ქარის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო, სტამბოლი- ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, თურქეთში ქალაქ ტრაპიზონში გაფრინდა, მანამდე თვითმფრინავმა ბათუმის აეროპორტში დაჯდომა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.