მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საქმეზე ირაკლი კობახიძის განცხადების დამატებით მტკიცებულებად დართვას ითხოვენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების დამატებით მტკიცებულებად დართვას ითხოვენ.

ადვოკატ შოთა კახიძის განმარტებით, ირაკლი კობახიძის, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას და სახალხო დამცველის განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს, საქმეს მტკიცებულების სახით უნდა დაერთოს. კახიძის თქმით, აღნიშნული განცხადებები შინაარსიდან გამომდინარე საქმესთან შემხებლობაშია. ადვოკატმა ირაკლი კობახიძის განცხადება წაიკითხა: „სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში და საინტერესო არ არის... ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და უკრაინას. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ეს არის დამატებითი არგუმენტი რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს. პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ დამატებით არ დავამძიმოთ მდგომარეობა, ჯობს, სააკაშვილი იჯდეს ციხეში. მთავარია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის”.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან კავშირში არ არის.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, მოსამართლემ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა განიხილოს და არ უნდა შეაფასოს. კოჭლამაზაშვილის თქმით, ასეთ განცხადებებში შესვლა მხარეებმა პირიქით, სასამართლოს უნდა აარიდოს.

ადვოკატებმა სასამართლოში ასევე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს. ისინი ითხოვდნენ, მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს დაავალოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესასწავლად კონკრეტული ექიმების დაშვება.

პროკურორების განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე უნდა მოიქცნენ.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა კი განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ მოგვითხოვია ანგარიშის წარმოდგენა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტიდან, მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რა სახის კვლევები, კონსულტაციები გაეწია მიხეილ სააკაშვილს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო