გორის მერია - უფლისციხეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მალე დასრულდება

გორის მერია - უფლისციხეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მალე დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უფლისციხეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მალე დასრულდება.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა რეზერვუარის, საქლორატოროს, წყალსადენი მაგისტრალისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები. ასევე, ინდივიდუალური მრიცხველები დამონტაჟდა.

„ათეული წლებია სოფლის მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 250-მდე ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.