გარდაბანში, ჯიბილო ნიჟარაძის სახელობის ძიუდოს ახლად რეაბილიტირებული, სპორტული დარბაზი გაიხსნა

გარდაბანში, ჯიბილო ნიჟარაძის სახელობის ძიუდოს ახლად რეაბილიტირებული, სპორტული დარბაზი გაიხსნა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა დაათვალიერეს და ახალგაზრდა სპორტსმენებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დარბაზში ამ ეტაპზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, 25 დამწყები სპორტსმენი ვარჯიშობს და ჯანსაღი ცხოვრების წესის, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით სპორტულ დარბაზში ძიუდოს სწავლება უფასოა.

მათივე ცნობით, სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 97 000 ლარი გამოიყო, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოწესრიგდა გასახდელები და მოეწყო სველი წერტილები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა