BSH-მა 2021 წელს მიაღწია კიდევ ერთ რეკორდულ ბრუნვას და მკვეთრ ზრდას ყველა რეგიონში (R)

- ბრუნვა 12%-ით, 15.6 მილიარდ ევრომდე გაიზარდა
- ღრმა მწუხარება და უდიდესი შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
- მკვეთრი ზრდა პროდუქციის ყველა კატეგორიასთან და რეგიონებთან დაკავშირებით - განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აზიის და აფრიკის განვითარებად ბაზრებზე
- ახალი ქარხნების მშენებლობა ეგვიპტეში და მექსიკაში
- განსაკუთრებული აქცენტი ფიგიტალიზაციაზე და მდგრადობაზე
- ლარს შუბერტი- ახალი დირექტორი საწარმოო საკითხებზე და დირექტორთა საბჭოს წევრი 2022 წლის 1 აპრილიდან
მიუნხენი, 2022 წლის 5 აპრილი (BSH) – 55 - წლიანი ფუნქციონირების განმავლობაში, BSH Hausgeräte GmbH (BSH) მიერ ზედიზედ, მეორე წელს მიღწული იქნა საქონელბრუნვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 2021 ფინანსურ წელს, BSH საქონელბრუნვამ შეადგინა 15.6 მილიარდი ევრო, რაც 12%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (სავალუტო კურსზე ზეგავლენის შესწორებით: 14%).
„მოხარული ვარ, რომ არაერთი პრობლემის მიუხედავად, 2021 წელს ჩვენ კვლავ წარმოვადგინეთ რეკორდული მაჩვენებელი. მსურს მადლობა გადავუხადო კომპანიის თანამშრომლებს მათ მიერ გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის“, - განაცხადა BSH Hausgeräte GmbH-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლა კრივეტმა.

„თუმცაღა, ჩვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ზეგავლენას მოახდენენ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე. უკრაინაში არსებულ შემაშფოთებელ სიტუაციაზე დამატებით, ჩვენ ჯერ კიდევ სრულად ვერ დავამარცხეთ კორონავირუსის პანდემია, მიწოდების ჯაჭვი არ არის სტაბილური, ხოლო ნახევარგამტარის დეფიციტი კვლავაც თან გვდევს“.
შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
BSH-ის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლების უსაფრთხოება ყველა ქვეყანაში. კომპანიის კრიზისული ჯგუფები ეხმარებიან თანამშრომლებს და მათ ოჯახებს უკრაინიდან უსაფრთხოდ გამგზავრებაში. ხოლო BSH უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას და საცხოვრებელს. BSH აგრეთვე დახმარებას უწევსმ რეგიონში საჭიროების მქონე ადამიანებს და ჰუმანიტარული დახმარების მიზნებისთვის უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას.
რასაკვირველია, BSH იცავს ყველა სამართლებრივ და საკანონმდებლო მოთხოვნას. კომპანიამ შეწყვიტა ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებისთვის საჭირო ნაწილების მიწოდება. დამარებით, BSH შეაჩერა წარმოება სანქტ-პეტერბურგში მდებარე ორ ქარხანაში.
მიუხედავად რუსეთში არსებული სპეციალური პირობებისა, სულ უფრო და უფრო რთულდება მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნება. შედეგად მიღებული მასალების დეფიციტი ზეგავლენას ახდენს ევროპაში მდებარე რამოდენიმე BSH ქარხანაზე და თურქეთში მდებარე ფაბრიკაზე, სადაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი იძულებულია დროებით შეაჩეროს სამეწარმეო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. აღნიშნულთან დაკავშირებული მზა პროდუქციის მიწოდების დეფიციტი საგრძნობი იქნება მთელს მსოფლიოში. აღნიშნულის მიუხედავად, BSH განაგრძობს ნებისმიერი ხელსაყრელი სიტუაციით სარგებლობას და უზრუნველყოფს მომხმარებელს სათადარიგო ნაწილებითა და სამომხმარებლო მომსახურებით.
სტაბილური ზრდა ყველა რეგიონში - ძლიერი ზრდა განვითარებად ბაზრებზე
2021 ფინანსურ წელს, BSH საქონელბრუნვა მკვეთრად გაიზარდა ყველა რეგიონში. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ევროპის წამყვანმა მწარმოებელმა ისარგებლა მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მსოფლიოში არსებული მოთხოვნით, ბრენდების მძლავრი გლობალური პორტფოლიოთი და მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინოვაციური ციფრული მომსახურებით.
ევროპის რეგიონში BSH ინარჩუნებს ბაზრის უდავო ლიდერის პოზიციას. ბოლო წელს, ევროპაში კომპანიის საქონელბრუნვა გაიზარდა 9%-ით. კერძოდ, მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა დასავლეთ ევროპის ისეთ ძირითად ბაზრებზე, როგორიცაა გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია, ასევე ჩრდილოეთ ევროპაში და თურქეთში.
BSH საქონელბრუნვა ამერიკის რეგიონში (აშშ და კანადა) გაიზარდა მყარი 23 პროცენტით.
აზია-წყნარი ოკეანის / აფრიკის ქვეყნებთან დაკავშირებით BSH განაცხადა ჯამში 18%-იანი ზრდის შესახებ წინა წელთან შედარებით. წინა წელთან შედარებით, რეგიონში უმსხვილეს ჩინურ ბაზარზე BSH-მა მიაღწია 17 პროცენტიან ზრდას. ჩინეთში BSH ინარჩუნებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის არა-ჩინური მწარმოებლის წამყვან პოზიციას.
„ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში წარმატების მიღწევის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ მრავალფეროვან პორტფოლიოს და მიზნად ვისახავთ იმ მცირე ბაზრებზე საქონელბრუნვის ზრდას, სადაც მოსალოდნელია ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა“, განაცხადა მატიას გინტუმმა, BSH Hausgeräte GmbH ბაზრის დირექტორმა.
„ჩვენი სურვილია გავამყაროთ ლიდერობის პოზიცია ევროპის ბაზარზე. ამერიკაში ჩვენი ტრაექტორია ძირითად მიმართულია პირველობაზე მომხმარებლის მიერ ფუფუნებისა და პრემიალური სეგმენტის შერჩევისას. აგრეთვე გვსურს ჩვენი როგორც ინოვაციური ლიდერის მყარი საბაზრო პოზიცია კიდევ უფრო გავამაგროთ პრემიალური და საშუალო ფასის სეგმენტში ჩინეთში. ჩვენი ზრდის სტრატეგიის მიზნებისთვის აფრიკა და ინდოეთი წარმოადგენენ ძირითად ბაზრებს. ჩვენი კომპანია უკვე აწარმოებს პროდუქციას ინდოეთში, ჩენაიში; მოცემული დროისთვის ვიწყებთ აფრიკის კონტინენტზე ჩვენი პირველი ქარხნის მშენებლობას ეგვიპტეში.“
ზრდა პროდუქციის ყველა კატეგორიაში
2021 ფინანსური წლის განმავლობაში საქონელბრუნვის ყველაზე ძლიერ ფაქტორს წარმოადგენდა სამაცივრე პროდუქტის კატეგორია, რომლის ზრდამაც წინა წლის მაჩვენებელთან დაკავშირებით შეადგინა 20 პროცენტი, აღნიშნულს თან სდევს „კულინარიის“ კატეგორია (ღუმელები + 14 პროცენტი, გაზქურის ზედა ნაწილები და ვენტილაცია + 13 პროცენტი). სარეცხი ტექნიკის საქონელბრუნვა გაიზარდა 9 პროცენტით. ჭურჭლის სარეცხი ტექნიკის საქონელბურნვის ზრდამ შეადგინა 7 პროცენტი. მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკა (სამომხმარებლო პროდუქცია), როგორიცაა ყავის მოსადუღებელი ავტომატური მანქანები, სამზარეულოს კომბაინები და მტვერსასრუტები, 9 პროცენტიანი ზრდით აგრეთვე იძლევა დადებით შედეგს.
BSH სამომხმარებლო მომსახურებამ, რომელსაც მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, წინა წელთან შედარებით ასევე მიაღწია 4 პროცენტიან ზრდას. BSH სამომხმარებლო მომსახურების თითქმის 15 000 თანამშრომელი და მათი სერვის პარტნიორები დაახლოებით 50 ქვეყანაში, უწყვეტად განაგრძობდნენ მომხმარებლის მომსახურებას კორონა ვირუსის პანდემიის მეორე წელს.
მეტი თანამშრომელი წარმოებაში
2021 წლის დასასრულისთვის 62,400 თანამშრომელი მუშაობდა BSH კომპანიაში მსოფლიო მასშტაბით, რაც 4 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. აღნიშნული ზრდა ფაქტიურად უკავშირდება წარმოებაში ახალი თანამშრომლების დაქირავებას მაღალი მოთხოვნის საპასუხოდ.
ინვესტირება ახალ ადგილებზე - სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-კონსტრუქტორული სამუშაოების ხარჯები 2020 წელს
ჩინეთში, ეგვიპტესა და მექსიკაში ადგილობრივი ცენტრების გაფართოებისა და აღნიშნულ რეგიონებში ახალი საწარმოო ობიექტების გაფართოების და შექმნის გზით, BSH ხაზს უსვამს კომპანიის მიზნებს სხვადასხვა ბაზრებზე მომხმარებლების განსაკუთრებულ საჭიროებებზე ფოკუსირებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, რეგიონალური წარმოება ამცირებს სატრანსპორტო მარშრუტებს და მიწოდების ჯაჭვს, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს CO2 გამონაბოლქვის შემცირებაში.
2021 წლის განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-კონსტრუქტორული სამუშაოების ხარჯები გაიზარდა 47 მილიონი ევროთი და შეადგინა 755 მილიონი ევრო, რაც თავის მხრივ წარმოადგენს საერთო ბრუნვის 5 პროცენტს. მომავალში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა IoT გადაწყვეტილებებს, ღირებულების დარიცხვის ერთიანი ჯაჭვის გაციფრულებასდა ფუნქციონირებადი ცირკულარული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.
BSH ეხმარება მომხმარებელს იცხოვროს ეკოლოგიური ცხოვრების წესით
2021 წელს, BSH მიერ ჩატარებულმა გლობალურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ სულ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს სურს ეკოლოგიური ცხოვრების წესით ცხოვრება, კეთილმოწყობის მსხვერპლად შეწირვის გარეშე. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევისას ძირითად კრიტერიუმებს წარმოადგენენ ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა, წყლის და ელექტროობის დაბალი მოხმარება, და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება. აგრეთვე აქტუალური გახდა ჰიგიენის, საკვების სიახლის და საკვები ნარჩენების თავიდან აცილების საკითხები.
აღნიშნულის საპასუხოდ BSH გვთავაზობს ინოვაციურ მოწყობილობებს და მომსახურებას. მაგალითად:
- ახალი თვითმასწავლებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა აქტიურად გვთავაზობს ენერგოდამზოგავ პროგრამებს და წარმოგვიდგენს ინფორმაციას წყლის და ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ. შედეგად, BSH მომხმარებელს ეხმარება ნახშირბადის კვალის შემცირებაში.
- შიდა მებაღეობის სისტემა, SmartGrow Life,აგრეთვე ეფუძნება მდგრად განვითარებას. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მოაშენოს სასარგებლო მწვანილები და სალათები, იგი ამცირებს გრძელ სატრანსპორტო მარშრუტებს და მხარს უჭერს ცირკულარულ ეკონომიკას: მოწობილობის ყველა თეთრი პლასტმასის ნაწილი ექვემდებარება გადამუშავებას და განმეორებით გამოყენებას.
- ახალი ციფრული მომსახურება, როგორიცაა foodfittery პროგრამა, მხარს უჭერს საკვები ნარჩენების შემცირებას სახლში ხელმისაწვდომი საკვების გამოყენებით კრეატიული რეცეპტების შეთავაზების გზით.
დეკარბონიზაცია და ინვესტირება ცირკულარულ ეკონომიკაში
2020 წლიდან, BSH სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-კონსტრუქტორული სამუშაოები მსოფლიოს ყველა კუთხეში ნახშირბად-ნეიტრალურია. 2021 წლის სექტემბრიდან, ლოძში მდებარე პოლონურ ქარხანაში სარეცხის მანქანების წარმოების მიზნებნისთვის BSH-მა მწვანე ფოლადი შეისყიდა Salzgitter AG-სგან, რაც ნახშირბადის გამოყოფას შეამცირებს 66 პროცენტით. დამატებით, BSH გეგმავს 2030 წლისთვის ყველა საწარმოს მწვანე ელექტროობით სრულად უზრუნველყოფას.
ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების მიზნებისთვის BSH სულ უფრო ხშირად იყენებს გადამუშავებულ მასალებს. კომპანიის მიზანია, რომ 2025 წლისთვის მის მიერ წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის სულ მცირე 25 პროცენტს წარმოადგენდეს გადამუშავებული მასალები. 2030 წლისთვის აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი უნდა გაორმაგდეს სულ მცირე 50 პროცენტამდე. ამავდროულად, BSH მიზნად დაისახა 2025 წლისთვის მის მიერ წარმოებულ მოწყობილობებთი შემავალი გადამუშავებული მასალების წილის სულ მცირე 80 პროცენტამდე გაზრდა, რაც 2030 წლისთვის შეადგენსსულ მცირე 95 პროცენტს.
BSH განაგრძობს ისეთ ახალ ბიზნეს-მოდელებში ინვესტირებას, როგორიცაა ახლახანს ავსტრიაში გაშვებული „განახლებული“ საპილოტე პროექტი. პროფესიონალურ დონეზე აღდგენილი სარეცხი მანქანები მწარმოებლის გარანტიით წარმოდგენილია გასაყიდად პირველად. დამატებით, 2021 წლიდან გერმანიაში და ნიდერლანდებში მომხმარებელს შეუძლია საყოფაცხოვრებო ტექნიკა იქირავოს BlueMovement გამოწერის მოდელის მეშვეობით. გაზიარების მოდელი WeWash გაშვებული იქნა 2016 წელს; აღნიშნული მოდელი გერმანიისა და ავსტრიის მსხვილი კონდომინიუმების მაცხოვრებლებს სთავაზობდა სარეცხი მანქანის დაჯავშნის შესაძლებლობას პროგრამის მეშვეობით და რეცხვის თითოეული ციკლის უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
„მდგრადი განვითარება არ წარმოადგენს ცხოვრების სტილის საკითხს, და ვიმედოვნებ, რომ მდგრადი განვითარება და შემოსავლიანობა არ გამორიცხავენ ერთმანეთს. პირიქით, ჩვენი ინვესტირება მდგრადი განვითარების პროცესებში და პროდუქციაში მოწმობს არა მხოლოდ ჩვენს კორპორატიულ პასუხისმგებლობაზე, არამედ სანდო ბიზნეს სტრატეგიაზეც“, განაცხადა მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლა კრივეტმა.
აპრილში ლარს შუბერტი დაინიშნა დირექტორის თანამდებობაზე საწარმოო საკითხების დარგში
2022 წლის 1 აპრილს, ლარს შუბერტი დაინიშნა BSH Hausgeräte GmbH დირექტორის თანამდებობაზე საწარმოო საკითხების დარგში და დირექტორთა საბჭოს წევრად. მან შეცვალა სილკე მაურერი, რომელმაც თანამდებობა დატოვა 2022 წლის მარტის ბოლოს. მოცემულ მომენტამდე შუბერტი იკავებდა ტექნიკური დირექტორის და BSH დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას ჩინეთში.
დამატებითი ინფორმაცია
ვებ-გვერდი: https://www.bsh-group.com/
მასალები პრესისთვის: https://www.bsh-group.com/press/press-releases
კომპანიის ბლოგ ისტორიები: https://stories.bsh-group.com/en_DE
Facebook: https://www.facebook.com/bshgroup.global
LinkedIn: https://www.linkedin.com/company/bsh-home-appliances-group/
BSH შესახებ
BSH Hausgeräte GmbH, 2021 წლის მდგომარეობით ჯამური ბრუნვით 15.6 მილიარდი ევრო და 62 000 თანამშრომლით, წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვის სფეროში. კომპანიის საფირმო პრტფოლიო მოიცავს თერთმეტ კარგად ცნობილ ბრენდს, როგორიცაა Bosch, Siemens, Gaggenau და Neff, ასევე ეკოსისტემურ ბრენდს, როგორიცაა Kitchen Stories. BSH წარმოებას ახორციელებს 40 ქარხანაში და წარმოდგენილია დაახლოებით 50 ქვეყანაში.
BSH წარმოადგენს ბოშის ჯგუფის წევრს.
(R)

























