სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლაში" ახალი მაღაზიები გაიხსნა

ერთ სივრცეში გაერთიანებული: STUDIO BY SHOES GALLERY, SCARPIERA, BAMBINO, GEOX, BATA, ECCO; მაღაზია "ბიბლუსი" და იაპონური ბრენდის მაღაზია "მინისო", 70% აუთლეტ მიმართულებით. გარდა ამისა, "ქარვასლაში" სექტემბრიდან უკვე გახსნილია ფეხსაცმელების აუთლეტ სივრცე, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ცნობილი ბრენდების აუთლეტ კონცეფიის მაღაზიები. ესენია: JB MARTIN, SALAMANDER, SCHON, "ესპანელი მეწაღე", "კორსო იტალია" და ფაქტორი. ამ მაღაზიებში წარმოდენილ კოლექციებზე 365 დღის განმავლობაში მოქმედებს -70%-მდე ფასდაკლებები.

“სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლას’’ უკვე რამდენიმე წელი არჩეული აქვს აუთლეტ კონცეფციის მიმართულება. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში აუთლეტ იდეის განვითარებას და სულ უფრო მეტი მაღაზია ინტერესდება ამ მიმართულებით. დღეს უკვე პირველი სავაჭრო ცენტრი ვართ, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის მაღაზიები აუთლეტ მიმართულებებით. ესენია: LC WAIKIKI, KOTON, "მინისო", "ბებე+", "ფერრო", "ევრობრენდი", ბრენდ აუთლეტი, "ამორე" და სხვა.

გარდა ამისა, ფეხსაცმელების მიმართულებით 2021 წლის დასაწყისში გაიხსნა ახალი აუთლეტ სივრცე, სადაც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი კომპანიების მულტიბრენდული ფეხსაცმელები როგორიც არის: JB MARTIN, SALAMANDER, SCHON, ესპანელი მეწაღე, ფაქტორი და კორსო იტალია. აღნიშნული კონცეფია ხელს უწყობს როგორც ბიზნესს, რათა მოახდინოს გასული წლის პროდუქციის რეალიზაცია, ასევე მომხმარებელს, შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქტი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად“.

აღნიშნული კონცეფციის მიზნის მისაღწევად, ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ რომ დამატებით შემოვიყვანოთ "ქარვასლაში" ცნობილი ბრენდები. 2021 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო "ქარვასლასთვის" ახალი მაღაზიების შემოყვანის კუთხით და იმედს ვიტოვებთ, რომ 2022 წელიც აქტიური იქნება ამ მიმართულებით და ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ კიდევ უფრო დიდ არჩევანს“,- სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი “ქარვასლას’’ გენერალური დირექტორი ზურაბ შავლაყაძე.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა