ქუთაისის მერიაში კულტურის განვითარების სტრატეგიის (CDS) სახელმძღვანელო დოკუმენტის წარდგენა გაიმართა

ქუთაისის მერიაში კულტურის განვითარების სტრატეგიის (CDS) სახელმძღვანელო დოკუმენტის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე, მონიტორინგის და შეფასების ჯგუფის წევრები.

„კულტურის განვითარების სტრატეგიის (CDS) სახელმძღვანელო სტრუქტურაზე ისაუბრა თანაპარტნიორი ორგანიზაციის Creative Solution-ის ხელმძღვანელმა ზვიად მჭედლიშვილმა.

CDS-ის მოკლე მიმოხილვის დროს გამოიკვეთა საყრდენი პრინციპები და მიმართულებები, რაც, თავისთავად, ორიენტირებულია სამუშაო ადგილების შექმნაზე, მთლიანი ღირებულების ჯაჭვის განვითარებაზე და კულტურული რესურსების დაკავშირებაზე.

წარმატებული კულტურის განვითარების სტრატეგია დაფუძნებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე.

კულტურის განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრები კულტურის სფეროს ქვესექტორებთან გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა