შალვა პაპუაშვილი ყოველთა სომეხთა კათალიკოსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა შეხვედრაზე ქართველ და სომეხ ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო კულტურის სფეროში 2022-2024 წლებში თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერასთან დაკავშირებით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას.

შალვა პაპუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა