ძლიერი წვიმის შედეგად, ონის სოფელ სორგითში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ძლიერი წვიმის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორგითში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მთიდან ჩამოწოლილმა მასამ სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა დააზიანა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მეწყერმა მუნიციპალიტეტის ცენტრს საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი სრულად მოწყვიტა.

მერიაში აცხადებენ, რომ საჭიროა მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასის წმენდა, დროებითი გზის მოწყობა და შემდგომ ნაპირსამაგრი ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელება.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი ადგილზე იმყოფებოდნენ და შექმნილ ვითარებას გაეცნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხმორი - ღუნდის დამაკავშირებელი ალტერნატიული შემოვლითი საფეხმავლო გზის აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია სპეცტექნიკა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან სოფლის მოსახლეობასთან.

„დაზიანებული გზის მონაკვეთთან დაკავშირებით საჭიროა გეოლოგიური კვლევა, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩატარდება. მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება გზის სარეაბილიტრაციო სამუშაოების განხორციელება”, - აცხადებენ ონის მერიაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს