ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

„არა გენოციდს" - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა.მოქალაქეები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ.

მათ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული ძალადობა დაგმეს და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლებით და ყვავილებით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათი თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, არის გენიციდი და ამაზე მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ.